რუსეთის გეგმა საქართველოში ახალი პოლიტიკური მოდელის შესაქმნელად

ცოტა ხნის წინ, წყარომ ექსკლუზიური ინფორმაცია იმის თაობაზე მოგვაწოდა, თუ რა გეგმა შემუშავდა რუსეთის ფედერაციაში, რათა საქართველოში კრემლის მავნე ზეგავლენის გაზრდა მოხდეს. გეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვადასხვა მედიაორგანიზაცია, საქართველოში რუსული მედიამონიტორინგის ცენტრი და სხვ. ეს ყველაფერი მასშტაბურ დაფინანსებასა და კონტროლს გულისხმობს. გეგმის მიზანია, მასობრივად ანტირუსული და პროდასავლური განწყობები საქართველოში ისე შეიცვალოს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ამ გეგმის მიხედვით, კრემლი იყენებს რუსეთში შემუშავებულ და კარგად აპრობირებულ მიდგომებს და უმიზნებს საქართველოს საზოგადოების ყველა სეგმენტს. სწორედ ამაზე მეტყველებს უკიდურესად საგულისხმო გეგმა, რომელიც შემუშავებულია უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში.

კონკრეტული რუსული გეგმა გულისხმობს უმთავრესად იმას, რომ უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოუგებს, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიებით მანიპულირება მოხდება და დაიწყება ტოტალური კონტროლი ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაზე შემდგომი 50 წლის განმავლობაში.

ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების გარდა, რუსული გეგმა გულისხმობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას, რომელიც სხვადასხვა სოციალურ საკითხზე, პრობლემაზე იქნება ფოკუსირებული. რადგან კრემლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტისა და ქაოსის გამოწვევაა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ანტირუსული. ამგვარი მიდგომის მიზანი ნამდვილი ანტირუსული სენტიმენტების შესუსტებაა.

ამ გეგმის საწყისი ფაზისთვის და ახალი პოლიტიკური მოდელის შესაქმნელად გამიზნულია 360.000 ა.შ.შ. დოლარის დახარჯვა. საინფორმაციო სივრცეზე მანიპულირებისთვის კრემლი ახალი მძლავრი მედიაპლატფორმების შექმნას გეგმავს. როგორც ირკვევა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდეს – დაგეგმილია საქართველოზე „შვეიცარიული მოდელის“ მორგება, თუმცა – არა ქვეყნის სასარგებლოდ.

ასევე, რუსეთის ამ გეგმის მიხედვით, საქართველოში უნდა მოხდეს ანტითურქული და ანტიისლამური სენტიმენტების გაძლიერება იმ მიზნით, რომ შეიქმნას მუდმივი კონფლიქტი და შიში.

გეგმის თანახმად, თავმოყრილია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, გეგმის რამდენიმე ეტაპი და, ასევე, სასურველი რეზულტატი. ღიად არის საუბარი გამაოგნებელ მიზნებსა და მანიპულაციებზე.

აღსანიშნავია, რომ კრემლი ქართველი ახალგაზრდების პოლიტიკური განწყობით ინტერესდება, რა მიზნითაც დაგეგმილია ახალგაზრდების აზრის კვლევა, მედიისა და სოციალური ქსელების ანალიზი, საექსპერტო ინტერვიუები, ფოკუსჯგუფები 5 ქალაქში, საქართველოს ისტორიის წიგნების შესწავლა და ა.შ ; ამას გარდა, დგინდება, რომ საქართველოს საზოგადოებრივი სივრცე, პრაქტიკულად, მთლიანად არის ფორმირებული დასავლელი აქტორების მიერ. რუსების აზრით, პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდობა და უკვე დასავლური მენტალობა საქართველოს დასავლეთის „ახალი კოლონიად“ აქცევს. ამიტომაც, აუცილებელია შიდა პოლიტიკის მშენებლობისთვის სისტემური მუშაობა.

რას გულისხმობს გეგმა

გეგმა დაყოფილია 4 ეტაპად და, ასევე, ნაწილებად. პირველ ეტაპზე იხარჯება 32500 ევრო და რაზე უნდა შეიქმნას კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ქსელი. ეს ორგანიზაციები შეიქმნება არა უშუალოდ საქართველოში, არამედ – გერმანიაში, სერბეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში. მიზანი- საქართველოში სხვადასხვა პროგრამის ერთობლივი განხორციელება და რეალიზება ( კულტურული გაცვლები, საგანმანათლებლო ტრენინგები და სემინარები, ეკოლოგიური პროექტები); ეს პროექტები კეთდება ახალგაზრდობის მოსაზიდად ( 18-35 წელი) და აქტივის ფორმირებისთვის.

1-ელი ეტაპის 1.1 ნაწილში საუბარია პატრიოტული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობაზე, რომელიც ან უკვე არსებობს სერბეთსა და ბულგარეთში, ან შეიქმნება ახალი. ამ ორგანიზაციამ უნდა იმუშაოს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ბათუმსა და ზუგდიდში. მისი მიმართულებაა თურქეთის გავლენებისთვის და ისლამიზაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ორგანიზაციის პრეზენტაცია ჩატარდება გამოფენა-პრესკონფერენციის სახით, სადაც უნდა იყოს წარმოჩენილი თანამედროვე საქართველოს ბიზნესპოტენციალი, კულტურული მემკვიდრეობა და ქვეყნის მრავალფეროვნება. ამ რეგიონებში უნდა გაიხსნას წარმომადგენლობები, ჩაიშვას ინტერნეტგვერდები, უნდა გაიმართოს საქართველოს შესახებ სამოყვარულო დოკუმენტური ფილმების კონკურსი, ასევე, მასალები Youtube-სა და სოციალურ ქსელებში აიტვირთოს, შესაძლოა ტელევიზიებით ჩვენებაც. გაიმართება ლოკალური ღონისძიებების სერია იმ რეგიონებში, რომლებშიც ორგანიზაცია უფრო მეტად იაქტიურებს ( კონკურსები, შაბათობები და სხვა). აღნიშნული აქტივობების შედეგების მიხედვით შესაძლოა, გაიმართოს გამაერთიანებელი ღონისძიება, რომლის დროსაც ორგანიზაციამ უნდა განაცხადოს თავისი ამბიციების შესახებ. ამ ნაწილზე იხარჯება 57 000 ევრო.

ამავე ეტაპის 1.2 ნაწილია თბილისში ულტრალიბერალური ორგანიზაციის ამუშავება. ორგანიზაცია შეიქმნება გერმანიაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ქვეყანაა, მოხდება ლოიალური აქტივისტების შერჩევა, ოფისის დაქირავება. შემუშავდება მოძრაობის სიმბოლიკა, პროვოკაციული სახელწოდება. დაიწყება მასობრივ ცნობიერებაში ამ სიმბოლიკის ჩანერგვა და ორგანიზაციასთან დაკავშირებული „ჰეშთეგების“ გავრცელება. ხმაურიანი პრეზენტაციის შემდეგ, სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილში ულტრალიბერალური ღირებულებების, ფემინიზმის მხარდასაჭერად ფლეშმობები გაიმართება. ასევე, მოხდება ექსპერტების, სხვადასხვა მარგინალური ჯგუფის მონაწილეობით სემინარების გამართვა. აღნიშნული ღონისძიებების შედეგებზე დაყრდნობით, ფორმდება მემორანდუმი, რომელიც მიმართულია საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი. პარალელურად, უნდა მოხდეს მედიაში ფართო გაშუქება, ღონისძიების ლიდერებისა და მონაწილეების წარმოჩენა ნეგატიური კუთხით. ასევე, დაგეგმილია ხელმოწერების შეგროვება (მაგალითად, გეი-ქორწინებების ლეგალიზებისთვის), მარგინალური მოწოდებების ქვეშ გაერთიანებული ქუჩის კამპანიები, change.org-ის პლატფორმაზე ხელმოწერების შეგროვება. ამავე დროს, თბილისი უნდა იყოს მოფენილი პოსტერებით, სადაც პეტიციის შესახებ იქნება ინფორმაცია მოცემული. და ეს უნდა მოხდეს ყველაზე გამაღიზიანებელ ადგილებში. ამაზე დაიხარჯება 45 000 ევრო.

1-ელი ეტაპის 1.3 ნაწილი უნგრეთში დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ეძღვნება. ეს ორგანიზაცია ზომიერად კონსერვატიული უნდა იყოს, საქართველოს ცენტრალურ ნაწილსა და აღმოსავლეთში, თელავში, გორში იმოქმედოს. უნგრეთი იმიტომ აირჩიეს, რომ, გეგმის შემქმნელების აზრით, უნგრეთს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ევროსკეპტიციზმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ასევე, დაგეგმილია ვებსაიტის, ჯგუფების შექმნა სოციალურ ქსელებში, ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში ორგანიზაციის წარმომადგენლობების გახსნა. უნდა გაიმართოს საქმიანი ფორუმი „ღია საქართველო“ ( 80-100 ადამიანი). მიზანია საგარეო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება. შედეგების მიხედვით, შეიქმნება წინაპირობები თანამშრომლობისთვის საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და სხვა ქვეყნებს შორის, აქცენტით BRIKS-ის წევრ ქვეყნებზე. ასევე, უნდა მოეწყოს მრგვალი მაგიდების სერია და გაცვლითი პროგრამები ახალგაზრდებისთვის (მეცნიერები, ბიზნესმენი-სტუდენტები); საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სტუმრობით, სხვადასხვა თემატური მრგვალი მაგიდა მოეწყობა, შემდეგ ღონისძიებების შედეგების შესახებ ინტერნეტკონტენტი შეიქმნება და გავრცელდება. ამ პუნქტზე იხარჯება -53 000 ევრო.

მე-2 ნაწილი გულისხმობს სოციოლოგიური კვლევის ჩატარებასდა ანალიტიკას, რაც მოიცავს 85 000 ევროს დახარჯვას

მე-3 ნაწილი სამართლებრივი რეფორმების მოდელირებას ეხება:
გეგმის შემქმნელები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მართვის ახალი პოლიტიკური მოდელი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებას საჭიროებს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და იურიდიული კონტექსტის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ადგილობრივი სპეციფიკისა და ადათ-წესების გათვალისწინებით, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი რეფორმების წინასწარი მოდელირება:

-საარჩევნო კანონმდებლობაში;

-მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობაში;

-არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობაში;

-მასობრივი საშუალებების შესახებ კანონმდებლობაში;

-ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ კანონმდებლობაში; და სხვა.

ამ თემებზე უნდა იმუშაოს ორმა იურისტმა 2 თვის განმავლობაში, ანაზღაურებით -20 000 ევრო.

ნაწილი 4 -ამ ნაწილში შედის მედიისა და სოციალური ქსელების 2 სპეციალისტის მუშაობა 30 000 ევროს ოდენობის ანაზღაურებით. ასევე, აქ შედის სახელმწიფოს მართვის, სახელმწიფოს მედიამართვის შიდა პოლიტიკური მოდელის შექმნა, რაც 25 000 ევრო ჯდება.

მე-2 ეტაპი

ეს ეტაპი გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციის მოქმედების აქტივიზაციას. მოხდება პროგრამების რეალიზება არასამთავრობო ორგანიზაციასა და ქართველ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ახალგაზრდების მობილიზება, ზედაპირზე გამოსული კონტროლირებადმა ლიდერებმა თავი უნდა წარმოაჩინონ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ან საინიციატივო ჯგუფებისთვის გრანტების გამოყოფა მოხდეს. შეიქმნება ორგანიზაციების უჯრედები ყველა რეგიონში. ერთიან სტრუქტურაში გაერთიანების შემთხვევაში, იქნება ათვისებული საქართველოს მთელი ტერიტორია. პროექტის რეალიზაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრობა სოციალურ ქსელებში რესურსების შექმნას, ასევე, მედიასთან მუშაობას, რაც შემქმნელებს შესაძლებლობას მისცემს, „გადაფარონ“ არსებული დღის წესრიგი, ჰქონდეთ საკუთარი კონტენტის, საინფორმაციო ამბის გავრცელების საშუალება.

მე-3 ეტაპი

ეს ეტაპი ეძღვნება ახალი პოლიტიკური მოდელის მომზადებას. მიზანი: პარტია „ქართული ოცნების“ საპირწონედ პარტიის შექმნა, რათა მოხდეს კონტროლირებადი ორპარტიული სისტემის შექმნა; გეგმით, საპარლამენტო არჩევნების წინ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, აქტივისტების, საინიციატივო ჯგუფების საფუძველზე, იქნება პოლიტიკური პარტია. გამარჯვებული პარტია თავისი ხალხისგან შემდგარ საარჩევნო კომისიებს იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში დააკომპლექტებს, სადაც გაიმარჯვა. მიზანი – უნდა მოხდეს მომავალი არჩევნების შედეგებზე მაქსიმალური კონტროლის მიღწევა.

მე-4- ეტაპი

გეგმის თანახმად, 2020 წლიდან 2024 წლამდე კრისტალიზებას განიცდის კანონმდებლობა, პოლიტიკური სივრცე, მედიასივრცე და მკვიდრდება შემდეგი 50 წლით ქვეყნის მართვის მოდელი.

წყარო: kvira.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.