რუსეთის ეკლესიამ საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობა გაწყვიტა

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ რუსეთის ეკლესია საბერძნეთის ეკლესიასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ რუსეთის ეკლესიის სინოდის საგანგებო სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. 

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

2018 წლის ნოემბრის ბოლოს კონსტანტინეპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა.

გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს. საპასუხოდ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობა შეწყვიტა.

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინეპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

მსოფლიო პატრიარქმა  ბართლომემ  უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარების ტომოსი 6 იანვარს გადასცა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.