„რუსეთი მტერია… მოთმინებასაც აქვს საზღვარი!“ – გენერალ დევი ჭანკოტაძე

2008 წლის ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები, სახელმწიფოს მხრიდან ნაცვლად მათი დაფასებისა, შესაძლოა ჰააგის სასამართლოში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ.

გენერალ-ლეიტენატი დევი ჭანკოტაძე, რომელიც 2008 წელს საარტილერიო ბრიგადას ხელმძღვანელობდა აცხადებს, რომ ეს იყო არა პოლიტიკური არამედ სამხედრო პირის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა ისეთი მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში დაადანაშაულებს.

გენერლის თქმით, რუსეთმა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო ომისთვის მზადება. კონკრეტული ამოცანები და გეგმა ჰქონდათ, მათ შორის საქართველოს სრული ოკუპაცია.

„ჩვენ გვეომებოდა რუსეთის 58-ე საჯარისო არმია, მეოთხე საჰაერო არმია, მათი პირადი შემადგენლობა შეადგენს 50 ათასზე მეტს, როგორ წარმოგიდგენიათ ამხელა არადის გადმოსროლა ჩრდილოეთ კავკასიის ოლქიდან ცხინვალში, 400-500 კილომეტირ… რა დროში უნდა მოახერხო? ამას მინიმუმ 2-3- კვირა დასჭირდებოდა. ჩვენი ჯარი რომ შევიდა კონფლიქტის ზონაში ოკუპანტების შენაერთები უკვე დახვდა. ომი დაწყება ზუსტად ეგ არის, მეორე დღეს როგორ აღმოჩნდა მთელი 58-ე არმია? ეს ნიშნავს, რომ უკვე შემოსულები იყვნენ. 2004 წელს რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს ბაზის მომზადება და 2007 წელს დაასრულეს მშენებლობა. მათი ამოცანა იყო ჩვენი მოსახლეობის გაძევება, მეორე ამოცანა, ქართული ჯარის განადგურება, მესამე – თავისი სამხედრო ძალების შექმნა და მეოთხე მთავარი ამოცანა იყო თბილისის აღება. ჩვენ ჯარის დამსახურებაა რომ მათ მთლიანად ვერ შეასრულეს ამოცანა. ქართული ჯარი შევიდა რადგან მოდიოდნენ პროვოცირებაზე. 2-3 აგვისტოს უკევ დაღუპულები გვყავდა, მაინც ვარიდებდით თავს მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ იყო. სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, პარლამენტმა და ჯარმა. სწორედ ამ ჯარის დამსახურებაა, რომ ჩვენ რუსულად არ ვლაპარაკობთ. გამოვედი და ვთქვი სიმართლე, მე ამ ბიჭებს ბოლომდე დავიცავ. თუ კიდევ ვინმეს არ ესმის, ვინ დაიწყო ომი, უბრალოდ არ უნდა რომ გაიგოს“ – აცხადებს დევი ჭანკოტაძე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილმა ომი დაიწყო, გენერალ-ლეიტენანტი ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.

„მიშა კი არ არის, ის არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც თავის დროზე გასცა ბრძანება, როგორიც უნდა გაეცა… მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

ადანაშაულებს თავის ჯარს ომის დაწყებაში, მე ასეთი მთავარსარდალი არ მჭირდება და არც ქვეყანას სჭირდება. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. ეს არის სამხედრო პირის განცხადება. თუ დამჭირდება საბუთებითად დავამტკიცებ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. მოსახლეობა ცხინვალში უკვე არც იყო. ევაკუაცია რამდენიმე თვით ადრე ჰქონდათ დაწყებული. რა მძინარე ქალაქი? ვის ეძინა იქ კულახმეტოვს ეძინა მარტო მგონი.

მე გავიგე ჩემი ბიჭებისგან, რომ იბარებენ… ჰააგის სისხლი სამართლის პროკურორი რატომ არის აქ ჩამოსული? წავიდეს რუსეთში და იქ გაარკვიოს… ანუ ვიღაც არასწორ ინფორმაციას აწვდის და რაღაც დოკუმენეტბს უდებს. იმის მაგივრად რომ ამ ბიჭებს გავუფრთხილდეთ, ამის მაგივრად დაკითხვაზე დაჰყავთ“ – აცხადებს დევი ჭანკოტაძე.

თუ ისინი თვლიან, რომ პოლიტიკური განცხადება გავაკეთე, მაგარი პოლიტიკოსებია არიან… მე დავიცავი ჩემი ბიჭები.

რუსეთი არის მტერი, რომელმაც მოახდინა ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია. ნაბიჯნაბიჯ მიწას გართმევს და ამ დროს ხმას არ იღებ და არაფერს აკეთებ. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს? რატომ არ ვპასუხობთ არაფერს? გაუგებარია ჩემთვის და ალბათ მთელი მოსახლეობისთვის.“

დევი ჭანკოტაძემ 2012 წელს დატოვა სამსახური და ბოლო ჯილოდო ამერიკის შეერთებულმა შტატემა გადასცა. მიღებულია აქვ წმინდა გიორგის ორდენი, პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი, რომელიც მან აფხაზეთის ომის შემდეგ მიიღო.„ამერიკის უმაღლესი ჯილდო… ძაან დიდი პატივია ეს ჩემთვის…

newposts.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.