რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება – გახარია

რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენი დღევანდელი მოხსენება, რომლითაც ჩვენ პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდეგბით, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ვისაუბროთ შედეგზე  კონკრეტული ოთხი მიმართულებით. დღეს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეს ის საფუძველია, რომელზეც შემდგომში უნდა დაშენდეს განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და რომელმაც უნდა შექმნას ფუნდამენტური ბაზა, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვისაუბროთ ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე.

მაგრამ აქ, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითრებისთვის.

ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20 პროცენტით. ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.