რუსეთი 4 წლის განმავლობაში ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს

მსოფლიოს ანტიდოპინგურის სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ოლიმპიურ თამაშებსა და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებში. გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში რუსეთი ვერც ერთ საერთაშორისო ტურნირს ვერ უმასპინძლებს და ვერც მის ჩატარებაზე გააკეთებენ განაცხადს.

ამავე დროს, რუს სპორტსმენებს უფლება ექნებათ, შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღონ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებენ, რომ დოპინგი არ მიუღიათ.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებითვე, რუს სახელმწიფო მოხელეებს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს საერთაშორისო ტურნირებზე დასწრებაც ეკრძალებათ.

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, WADA-მ შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო ანტიდოპინგურ კოდექსს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, როდესაც ნაციონალური ანტიდოპინგური სააგენტო სტატუსს კარგავს, ქვეყანაც მოკლებულია საერთაშორისო შეჯიბრებებს.

კომიტეტმა საერთაშორისო ტურნირებიდან რუსეთის ჩახსნის რეკომენდაცია 25 ნოემბერს გასცა. მათი ინფორმაციით, მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში სპორტსმენების დოპინგ-ტესტების ნიმუშების ნაწილი გაქრა და გარკვეული მანიპულაციები ტარდებოდა. აღნიშნული ნიმუშები 2012-2015 წლის პერიოდს ეხება.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია