რუსეთს ბულინგის საშუალება არ უნდა მივცეთ – ადამ კინზინგერი

“ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატო–ში მივიღოთ”, – ეს განცხადება კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში გააკეთა.

ადამ კინზინგერმა რუსეთის ნეგატიურ როლზე საუბრისას აღნიშნა, საქართველოში არასტაბილური მდგომარეობის შექმნისთვის ოკუპანტი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ამის პარალელურად, ამერიკა უნდა გააქტიურდეს.

რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყანაა, ვიდრე ამერიკა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, მსგავსი ცალკეული ნაბიჯებია. როგორც ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, გუშინ, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, დროა, ორმაგად ჩართულები ვიყოთ საქართველოში, რომ რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო ნატო–ში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.