რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს 78% უჭერს მხარს, რა ნიშნავს იმას, რომ პუტინი პრეზიდენტობას 2036 წლამდე შეძლებს

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის ხმათა თითქმის 100% დათვლილია. პირველადი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რეფერენდუმზე მისულ მოქალაქეთა 77.93% ემხრობა, წინააღმდეგი კი 21,26%-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტობას 2036 წლამდე შეძლებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99.9%.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.