რუსეთში “COVID-19”-ით ინფიცირების შემთხვევებს ჩვეულებრივ “პნევმონიად” აცხადებენ – პანდემიის ფონზე პუტინი ნავთობის ომს იწყებს

„რუსეთის ციხე-სიმაგრე კორონავირუსის ბზარების გამოჩენას იწყებს“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Foreigpolicy.com

გამოცემა ასევე წერს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთთან ნავთობის „ომი“ წამოიწყო, ხოლო რუსეთის საზღვრები 24 საათში, კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით ჩაკეტა.

სტატიაში ვრცლად არის მიმოხილული რუსეთის ხელისუფლების მიერ კორონავირიუსთან ბრძოლის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნულია, რომ პუტინი მთავრობა რუსეთში ინფიცირების რეალურ სტატისტიკას მალავს., რეალობა კი, გამოცხადებული ციფრებისგან ძალიან შორსაა.

„2020NEWS” ამ ძალიან საინტერესო სტატიას სრულად გთავაზობთ

„ოფიციალური რუსეთის წარმომაგენელმა ერთხელ თქვა, რომ ვირუსის შესაჩერების საქმეში წარმატებები აქვთ. თუმცა, იქ ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და ეს სტატისტიკიდანაც კარგად ირკვევა.

როგორც კი კორონავირუსის პანდემია გამოცხადდა, ქვეყნები, ფაქტობრივად, გაჩერდნენ და მსოფლიოში, ბოლო 8 კვირაში 8 000 ადამიანი გარდაიცვალა რუსეთში კი უჩვეულო სიმშვიდემ, ან გულგრილობამ დაისადგურა.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც მაღაზიები, სამუშაო ადგილები და სკოლები ჯერ კიდევ ფუნქციონირებდნენ, ხოლო ხელისუფლებამ მხოლოდ 147 დადასტურებული შემთხვევა გამოაცხადა, არც ერთი ლეტალური შედეგით.

ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 145 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 116 ათასზე მეტი ჩატარებული ტესტირების შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა.
ამ პროცესების პარალელურად კი, რუსეთის პრეზიდენტმა , ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთთან ნავთობის „ომი“ წამოიწყო.

ამის შემდეგ, 48 საათზე ნაკლებ დროში, კორონავირუსის გამო, რუსეთმა საზღვრები ჩაკეტა, საჰაერო მოგზაურობა შეწყვიტა, სკოლები დახურა და სურათი რადიკალურად შეიცვალა.
ოფიციალური რუსეთის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით, წარმოებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა კი, კითხვის ნიშნები გააჩინა.

გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ვირუსის ჭეშმარიტი რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ნაჩვენები, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობამ პანდემიის შენელების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სისტემა კი საგრძნობლად შეასუსტა .

რუსეთი ახლა ეროვნული კრიზისის საფრთხეშია. მთავარი შეშფოთება მიზეზი ის არის, რომ სამედიცინო სისტემას არ აქვს შესაძლებლობა კორონავირუსის შემთხვევებს გაუმკლავდეს .

სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი კორონავირუსის საინფორმაციო ცენტრი მოინახულა. ცენტრი მაღალტექნოლოგიური დანადგარებითაა აღჭურვილი და მონიტოგინგს ახორციელებს სოციალურ ქსელში, კორონავირუსთან დაკავშირებით, გავრცელებული დეზინფორმაციაზე, ასევე იმ სუპერმარკეტების იდენტიფიკაციას ახდენს, რომლის თაროებიც დაცარიელებულია, ვინაიდან კორონავირუსის გამო, მოსახლეობამ საკვები პროდუქტების მომარაგება დაიწყო.

როგორც აღმოჩნდა პუტინი ცენტრში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა იმით გაამართლა, რომ ყველაფერი „კონტროლის ქვეშაა“.

მიუხედავად რუსეთის მთავრობის მიერ გაცემული საზოგადოებრვი გარანტიისა, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და თავდაცვა გააძლიერა.

1 მაისამდე რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. მოსკოვმა ყველა ის ღონისძიება აკრძალა და გააუქმა, სადაც მინიმუმ 50 ადამიანზე ნაკლები შეიკრიბებოდა.

ხელისუფლება ქვეყნის ასაკოვან მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. დაიხურა სკოლები და ყველა მთავარი ტურისტული ობიექტი.

ორშაბათს, პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის ბრძანებით, მთავრობამ ბიზნესმენების დასახმარებლად 4 მილიარდი დოლარი გამოყო.

რუსეთმა თავის 14 მეზობელთან საზღვრები დახურა და ამჟამად, ჩინეთის მსგავსად, მოსკოვში, სპეციალურად კორონავირუსით დაინფიცირებულთათვის, ორი დიდი საავადმყოფო შენდება.

რუსეთის მთავრობის განსაკუთრებული რეაგირება და დაჩქარებული ტემპით ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ ,,კოვიდ 19“ მთელი ქვეყნის მასშტაბით სწრაფად ვრცელდება.

რუსეთში ციფრები დაბალია, მაგრამ რეალობა გაცილებით მძიმეა. ვირუსის მრავალი შემთხვევა დიაგნოზირებულია, როგორც სხვა ტიპის დაავადება.

რუსეთის ,,ექიმთა ალიანსმა“ გამოაცხადა, შესაძლოა, რუსეთის მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობა ათასობით ადამიანს აღწევს და ბევრ შემთხვევას მხოლოდ პნევმონიად აცხადებენ.
მათივე თქმით, სავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში პირბადეების ნაკლებობაა, რაც ვირუსის გავრცელებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

ექიმების ჯგუფის ცნობით, ანონიმური ზარების საშუალებთ, მათ ხშირად ატყობინებენ , რომ იგეგმება საავადმყოფოების ე.წ. გაწმენდა, სადაც მხოლოდ „პნევმონიის“ დიაგნოზით დაავადებულებს მოათავსებენ.
კორონავირუსის ტესტირება ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკის ლაბოროტორიაში ტარდება, ხოლო შემთხვევების დაფიქსირება ადგილობრივად შემუშავებული ვერსიით ხდება.

ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ტესტირება ზუსტი არ არის და კორონავირუსის შემთხვევებსაც ზუსტად არ აღრიცხავს.

”ხალხი, სიმპტოპემბის გამოვლენისას, ექიმებს არ მიმართავს, რადგან ბევრი სახლის პირობებში მკურნალობს და ჯანმრთელობის სისტემაში ღრმა უნდობლობა არსებობს, განსაკუთრებით კი, მოსკოვს გარეთ”, – ამის შესახებ რუსეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექპერტმა, ჯუდი ტვიგმა განაცხადა.

ვირუსის მართვის თვალსაზრისით, რუსეთის მთავრობამ სწრაფი რეაგირება 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში მოახდინა, როდესაც ჩინეთთან მისი საზღვარი ჩაკეტა და ორ ქვეყანას შორის ფრენები შეზღუდა.
მას შემდეგ რაც მოსკოვი „მაღალი სიფრთხილის ქვეშე მოექცა, დაიწყო მკაცრი პოლიტიკის განხორციელება. თუმცა, ოფიციალური რუსეთი, სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ჩქარობს.

ვინც რუსეთში საკარანტინო პირობებს დაარღვევს, 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ხელისუფლების განკარგულებით, იზრდება ჯარიმების საფასური და ასევე მთავრობა საკარანტინო თუ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგს ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში რუსეთმა მიიღო მკაცრი, ახალი ზომები ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რესტორნები, ბარები და სავაჭრო ცენტრები ამჟამად მაინც ღიაა. ბევრმა კერძო თუ სახელმწიფო კომპანიამ უარი თქვა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაზეც.

”ეკონომიკური შიშის გამო, მსგავსი ზომების მისაღებად, რაც უფრო მეტად იკავებთ თავს, ვირუსის გავრცელების გარდაუვალობას მით უფრო აჩქარებთ“, – აცხადებს ექსპერტი ჯუდი ტვიგი.

თუმცა, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, რუსეთი პოლიტიკურ ცხოვრებას განაგრძობს და ვლადიმერ პუტინი 22 აპრილს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ემზადება, რაც მას პრეზიდენტობის მორიგ შანსს მისცემს.

კრემლი კი, საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე იუბილესათვის მიძღვნილი აღლუმისთვის მზადებას განაგრძობს. მაისში დაგეგმილ ღონისძიებაში 10 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ანა ქორჩილავა

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.