“რუსთავში კორონავირუსით უკვე 14 ადამიანია ინფიცირებული”- რატომ აუკრძალეს გარემოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობა?

„რუსთავის მერია გარემოვაჭრეებს ატყუებს, რომ ქალაქში კორონავირუსით 14 ადამიანია ინფიცირებული და მათთვის ვაჭრობა უსაფრთხო არ არის“, – ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.

როგორც გიორგი ბალხამიშვილი წერს, რუსთავის მერიის თანამშროემლებმა კორონავირუსის საფრთხის გამო, გარემოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობა აუკრძალეს.

„რუსთავში მოქმედ ყველა სამოქალაქო აქტივისტსა თუ პოლიტიკოსს, მოგიწოდებთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია: ქალაქის მერიამ, კორონავირუსის მიზეზით, მოხუცებული ადამიანები, რომლებიც ყიდდნენ მწვანილსა თუ მზესუმზირას აყარა, როგორც გარე მოვაჭრეები იუწყებიან, დღეს დილით მოვიდნენ მერიის თანამშრომლები და უთხრეს, რომ რუსთავში უკვე 14 ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით და ამის გამო მათ თავისი საქმიანობა უნდა შეეწყვიტათ, თუმცა ამავდროულად კითხვას ბადებს, გარე ვაჭრობა და მოხუცებული ადამინები, რომლებიც ბოსტნეულს ყიდდნენ თუ მზესუმზირას, რა საფრთხეს წარმოადგენდნენ, ოფიციალური განცხადებით, რატომ არ მიმართა საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრომ და რატომ მოიტყუეს მერიის თანამშრომლებმა, რომ რუსთავში უკვე 14 ადამიანია ინფიცირებული კოვი 19 – ით?“ , – წერს ბალხამიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის სულ დადასტურებული 9 შემთხვევაა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.