რუსი მიმომხილველი დიმიტრი ლიტოვკინი- «შტატები 2 წელიწადში შეძლებენ რუსეთის ტერიტორიის ევროპული ნაწილის გაკონტროლებას»

სულ რაღაც 2 წელიწადში დასრულდება პოლონეთში,დასახლება რეძიკოვოში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის Aegis Ashore -მშენებლობა  «საიდანაც შტატები შეძლებენ რუსეთის ტერიტორიის ევროპული ნაწილის გაკონტროლებას», ამის შესახებ წერს სააგენტო ТАСС -ის რუსი მიმომხილველი დიმიტრი ლიტოვკინი.

კომპლექსის განთავსების შემდეგ შტატებს შეეძლება ტატიშევოში,ტაიკოვოში და კოზეოლსკში განთავსებული რუსული ბალისტიკური რაკეტების  «Тополь-М» და  «Ярс» თვალთვალი. «ეს სხვათაშორის 134 ბირთვული მუხტია— რაც რუსეთის სახმელეთო არსენალის თითქმის ნახევარია», — წერს ავტორი.

2019 წლის მაისში «Военное обозрение» წერდა რომ,ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსის   THAAD-ის განთავსება რუმინულ დევესელუში განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორით,რუსეთი ვერ ახდენს რადარის Ground Based Radar (GBR) ჩახშობას, რომელიც ყირიმისა და კრასნოდარის მხარეს გააკონტროლებს. მაისშივე მოხდა  THAAD -ის რუმინეთში განთავსება,რაც მოიაზრება  Aegis Ashore -ს დროებით შემცვლელად.

ლიტოვკინი ასევე ირწმუნება რომ,შტატები განგებ აჭიანურებენ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირებაზე ხელშეკრულების გახანგრძლივებას რაც დაკავშირებულია შტატების მიერ ახალი სტრატეგიული იარაღის შექმნასთან.

სტატიის ავტორი განცხადებით,ახალი იარაღის შექმნას შტატები მოახერხებენ 2027 წლისათვის. «ამ მომენტისათვის ამერიკული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება ახალ საფეხურზე ავა. შესაძლოა რომ შტატები ზუსტად ამ იარაღის გამო აჭიანურებენ ხელშეკრულების გაგრძელებაზე ხელის მოწერას», — აცხადებ ავტორი.

მისი განცხადებით აშშ-ს ბირთვული ტრიადა რუსეთისას ხარისხით საგრძნობლად აღემატება.

http://arma.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.