რუსი ჯარისკაცი: “ქართველები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ”

სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ინტერვიუ ვრცელდება. იგი 2008 წლის ომზე საუბრობს.
“რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალთან ახლოს ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს და დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში.
გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო: ქართველები თავის აწევის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მიცვალებულიც ბევრი გყვავდა და დაჭრილიც.
ესენი ვინ არიან, ეშმაკები, ქაჯები თუ ადამიანები? – ყვიროდა მეთაური, უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო.
15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა, თავისი ტექნიკით.
ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა.
როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ – თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა. ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩა, თავად მოისწრაფა სიცოცხლე.
ჩვენი მეთაური, 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ერთი ამოიოხრა, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს თქვა – “ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო”…
სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში”

http://guriismoambe.com
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.