რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ნატო-ს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში, საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს-კაჩინსკი

რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ნატო-ს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში, საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს, – განაცხადა, პოლონეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ.

კაჩინსკიმ აღნიშნული განცხადება გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ის (ვლადიმერ პუტინი) მხოლოდ იქ ესხმის თავს, სადაც სისუსტეს ხედავს და ფიქრობს, რომ მოიგებს. რუსეთი მასიურ წინააღმდეგობას ვერ უპირისპირდება, თუნდაც დიპლომატიურ დონეზე. ეს არის დაკავშირებული პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებთან. აი, რატომ არის ნატოს ყოფნა აქ ასე მნიშვნელოვანი“, -განაცხადა კაჩინსკიმ.

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, გერმანიამ ბალტიის ქვეყნებში დამატებით ჯარი უნდა გააგზავნოს.

„გერმანიამ ბალტიისპირეთში მეტი ჯარი უნდა გააგზავნოს. აღმოსავლეთ ევროპა საბრძოლო და ოპერატიულ მზადყოფნაში უნდა იყოს“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.