“რუსული ანტაგონიზმი: პუტინის გაყინული კონფლიქტები” – მოსმენა კონგრესში

“რუსული ანტაგონიზმი სამეზობლოში: პუტინის გაყინული კონფლიქტები და კონფლიქტი უკრაინაში” – თემაზე საჯარო მოსმენა ვაშინგტონში, კონგრესში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

საქართველოს საკითხზე მოხსენებით ოლესია ვართანიანი, “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის” ანალიტიკოსი გამოვიდა.

ვართანიანმა, საკუთარ სიტყვაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” შექმნილი ვითარება კრიტიკულად მძიმეა და რომ ადგილობრივი ადმინისტრაციები, მოქალაქეებისთვის საბაზისო სერვისების მიწოდებასაც კი ვერ უზრუნველყოფს.

ანალიტიკოსმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების რთულ მდგომარეობაზე. განაცხადა, რომ ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან და სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლის საშუალებაც კი არ აქვთ.

სიტყვით გამოსვლისას, ვართანიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, სამედიცინო დახმარების მისაღებად, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა სჭირდებათ, საოკუპაციო ხაზის კვეთისას კი სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან.

დისკუსია თემაზე საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მოსმენას ესწრებოდა “კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის” თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი. დისკუსიზე სიტყვით გამოვიდა “IRI”-ს ევრაზიის პროგრამების დირექტორი, სტივენ ნიქსი.

დისკუსიის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ ვითარებაზე.

amerikiskhma.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.