რუსული მედია: «აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ამერიკულმა დაზვერვამ შეაღწია»

რადიოელექტრონული დაზვერვის ექსპერიმენტული თვითმფრინავი Bombardier Challenger 650, რომელიც აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ბალანსზე ირიცხება, აფხაზეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, – იუწყება რუსული მედია.

რესურს PlaneRadar-ის მონაცემებით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი რუმინეთის მიხეილ კოგელნიჩანუს სახელობის აეროპორტიდან გუშინ, მოსკოვის დროით 9:30 სთ-ზე აფრინდა და რამდენიმე საათში, თუ გადაადგილების რუქით ვიმსჯელებთ, საქართველოს საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა.

ადრე გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში უცხოური სადაზვერვო ხომალდების ფრენის სიხშირე გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 40%-ით გაიზარდა.


accentnews.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.