რუსული მედია: წელს გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება

2018 წელს, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება, – ამის შესახებ გროზნოს აეროპორტის დირექტორმა სულთან გამბულატოვმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციას imedi news აქვეყნებს.

„2018 წელს თბილისსა და გროზნოს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყება. საერთო ჯამში, ვგეგმავთ, რომ აპრილში გაჩნდეს ახალი მარშრუტები, მათ შორის დუბაის და ამანის მიმართულებით. ასევე, იგეგმება ახალი ავიარეისები გროზნოსა და ისეთ ქალაქებს შორის როგორიც არის სოჭი, დონის როსტოვი და სიმფეროპოლი“, – განაცხადა გროზნოს აეროპორტის დირექტორმა.

2017 წელს გროზნოდან რეგულარული ავიარეისები სტამბოლის, მიუნხენისა და პეტერბურგის მიმართულებით დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.