სამშაბათი, იანვარი 19, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე საზოგადოება

რუსული საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში – „სპუტნიკის“კოორდინირებული ქსელი FACEBOOK-ზე

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/04/09
in საზოგადოება, სტატისტიკა-კვლევა, ყველა სიახლე
25 0
0
რუსული საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში – „სპუტნიკის“კოორდინირებული ქსელი FACEBOOK-ზე
100
ნახვა
Share

ავტორი: ნინო რიჟამაძე. რეცენზენტი: გივი გიგიტაშვილი, ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის (DFRLab) კავკასიის ასისტენტ მკვლევარი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ „ფეისბუქის“ ქართულ სივრცეში რუსული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ მასალების კოორდინირებულად გავრცელების საეჭვო სქემა აღმოაჩინა. „ფეისბუქის“ ღია წყაროებზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ „ფეისბუქის“ ყალბი პირადი ანგარიშები და გარკვეული თემატური „ფეისბუქ“ გვერდები „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალების გასავრცელებლად არაავთენტურ კოორდინირებულ სქემას ქმნიან.

სამართლიანმა არჩევნებმა სპუტნიკთან დაკავშირებული 17 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული „ფეისბუქ“ გვერდი და 41 საჯარო ფეისბუქ ჯგუფი აღმოაჩინა, სადაც „სპუტნიკის“ მასალები საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად ვრცელდება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ამ სქემით გავრცელებული კონტენტი, როგორც წესი, პოლიტიკური ხასიათის არ არის და ძირითადად პოზიტიური ან სკანდალური შინაარსით გამოირჩევა. აღნიშნული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, „სპუტნიკის“ ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდას. შესაძლოა, მიზანი იყოს ასევე, ვებ-გვერდის ვიზიტორების პირადი ციფრული ინფორმაციის შეგროვებაც.

. . . . . .

. . . . . .

ორგანიზაციის დაკვირვებით, ერთი და იმავე ყალბი ანგარიშების მიერ ქართულენოვან „ფეისბუქ“ გვერდებსა და ჯგუფებში ვრცელდება sputnik-georgia.com-ის სტატიები, ხოლო საქართველოს შესახებ შექმნილ რუსულენოვან „ფეისბუქ“ წყაროებზე sputnik-georgia.ru-ს მასალები. ბმულების გზით აღნიშნულ ვებ-გვერდებზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორი ხედავს სტატიებს, რომელიც შინაარსით პრო-რუსული და ანტიდასავლურია.

მაგალითად, კორონავიურისის ეპიდემიისას იტალიაში მყოფი ემიგრანტის „ფეისბუქ“ სტატუსთან დაკავშირებული სტატიის კითხვისას, მკითხველი იღებს შეთავაზებას წაიკითხოს სტატია, რომელიც რუსეთის მიერ იტალიისთვის დახმარების აღმოჩენას ეხება. ბმული შეიცავს ვიდეოს, რომელიც რუსული პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს.

სამართლიანი არჩევნების მიერ აღმოჩენილი „სპუტნიკთან“ დაკავშირებული პერსონალური ანგარიშებისა და გვერდების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა არღვევს „ფეისბუქის“ პლატფორმის გამოყენების სავალდებულო სტანდარტების მე-20 პუნქტს, რომლის მიხედვითაც პლატფორმაზე აკრძალულია არაავთენტური ქმედება, კერძოდ, აკრძალულია ყალბი ანგარიშების მიერ კონტენტის რეიტინგის ხელოვნურად გაზრდა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც მიმართულია „ფეისბუქის“ სავალდებულო სტანდარტების დარღვევისკენ. „ფეისბუქის“ ეს გაცხადებული პოლიტიკა მიზნად ისახავს სოციალურ ქსელში ადამიანებს შორის ნდობაზე დამყარებული კომუნიკაციისა და ინტერაქციის სივრცის შექმნას.

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია „სპუტნიკის“ მასალების არაავთენტური გავრცელების ორი ტაქტიკა:

  1. ერთი სქემის მიხედვით, სპუტნიკის გასავრცელებლად გამოიყენება მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე, ერთი შეხედვით „უწყინარი“ „ფეისბუქ“ გვერდები, რომლებზეც ძირითადად იპოსტება პოზიტიური ფოტოები ყვავილების, ბავშვების, ცხოველების ან ქალაქების გამოსახულებით და ამგვარ რამდენიმე პოსტს შემდგომ მოყვება „სპუტნიკის“ ლინკის სახით პოსტის გაზიარება. ამ ხერხით, „ფეისბუქ“ მომხმარებლისთვის „სპუტნიკის“ სტატიის ხილვა საეჭვო არ ხდება, თუმცა იგი გაუაზრებლად ხვდება რუსული საინფორმაციო ოპერაციის ქსელში.
  2. მეორე სქემის მიხედვით ყალბი პერსონალური ანგარიშები „ფეისბუქის“ დახურულ თუ ღია ჯგუფებში „სპუტნიკის“ სტატიებს შერჩევითად, ჯგუფის თემატიკის შესაბამისად ავრცელებენ. ეს ანგარიშები „სპუტნიკის“ ბმულებს, ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა ჯგუფებში ისე პოსტავენ, რომ ჯგუფის წევრებისთვის და შესაძლოა ადმინისტრატორებისთვისაც, კოორდინაციის ეს სქემა, შესაძლოა, შეუმჩნეველი რჩება.

მსგავსი შეფარული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ამ სქემით შესაძლოა მომხმარებლები რუსული საინფორმაციო გავლენის სივრცეში გაუაზრებლად აღმოჩნდნენ. „სპუტნიკ-საქართველოს“ ვებ-გვერდზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორს ეძლევა სიახლეების გამოწერის შეთავაზება, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც აპლიკაცია ითხოვს ვებ-ბრაუზერში შეტყობინებების ნებართვას, თუმცა მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დეტალები უცნობია. მსგავსი ხერხით მიღებული ნებართვა წარმოადგენს მომხმარებლის არაინფორმირებულ თანხმობას.

. . . . . . 

 . . . . . .

„სპუტნიკის“ მასალების შენიღბულად გავრცელება არაავთენტურ „ფეისბუქ“ გვერდებზე

სამართლიანმა არჩევნებმა აღმოაჩინა 11 გვერდი, რომლებზეც შენიღბულად ვრცელდება „სპუტნიკ-საქართველოს“ მასალები. ამ გვერდების მომწონებელთა რაოდენობა 16 თებერვლის მდგომარეობით 762,832-ს შეადგენს.

გამოვლენილი გვერდები ე.წ. „კლიკბეით“ სისტემით მოქმედებენ და მათი კონტენტის დიდი ნაწილი უკავია პოზიტიური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, როგორიცაა ცხოველების, ყვავილების, მოდელების, ბავშვების ფოტოები, რასაც მოჰყვება sputnik-georgia.com-ის სტატიები. საგულისხმოა, რომ ამ 11 გვერდზე სპუტნიკის გარდა არცერთი სხვა ვებ-გვერდის მასალა არ არის გაზიარებული.

ერთ-ერთი ასეთი პოპულარული გვერდია „ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან“. გვერდის გამომწერთა რაოდენობა 466,000-ს აღემატება. ამ გვერდზე, დღეში საშუალოდ სპუტნიკის ლინკის სახით 3-4 პოსტი ქვეყნდება.

 . . . . . .

სპუტნიკის მასალების შენიღბულად გავრცელების მაგალითი

 . . . . . .

გვერდები, რომლებიც არაავთენტურად და კორდინირებულად ავრცელებენ სპუტნიკის მასალებს 

გვერდის სახელიURL
ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდანhttps://www.facebook.com/1461737124072044
ფერადი სამყაროhttps://www.facebook.com/674056016073427
Silkwolfhttps://www.facebook.com/288776217995808
თქვენთვის საინტერესოhttps://www.facebook.com/277932819666311
სიმშვიდეhttps://www.facebook.com/455070015229411
მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვისhttps://www.facebook.com/152610611869870
Русский Клуб/რუსული კლუბიhttps://www.facebook.com/216312175119154
პანდაhttps://www.facebook.com/974595159241695
Gverdihttps://www.facebook.com/116053673109004
ბედნიერება ∞https://www.facebook.com/189806418159411
Flora da faunahttps://www.facebook.com/108274350533517

მართალია, აღნიშნულ გვერდებზე ამ ეტაპზე თითქმის არ შეინიშნება პრო-რუსული შინაარსის პოლიტიკური პოსტები ან სტატიები, გვერდების ეს ქსელი ყალბ ანგარიშებთან და სამიზნე „ფეისბუქ“ ჯგუფებთან ერთად ქმნის რუსული საინფორმაციო ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. ამასთან, ამ სტატიაში გამოვლენილი ხერხების და ტაქტიკის გამოყენებით ხდება „ფეისბუქ“ მომხმარებლების ყურადღების მოდუნება, მოტყუება და დაბნევა.

 . . . . . .

 . . . . . .

ეჭვს, რომ აღნიშნული გვერდები საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციის იარაღს წარმოადგენენ, ამყარებს ამ გვერდების ნაწილის კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. საგულისხმოა, რომ 11-დან სამი გვერდის ადმინისტრირებას რუსეთს ფედერაციიდან ახორციელებენ.

 . . . . . .

რუსეთიდან მართული “სპუტნიკის” არაავთენტურად გამავრცელებელი გვერდები

 . . . . . .

„სპუტნიკის“ მასალების გამავრცელებელი არაავთენტური კოორდინირებული ანგარიშები

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ყალბი პერსონალური ანგარიშებიდან თითქმის ყველას საერთო ნიშან-თვისებები აქვთ, კერძოდ, სახელები და გვარები მოგონილია ან არასრულად, ინიციალების სახით არის მითითებული. სიყალბეზე მიუთითებს მათი მეგობრების მწირი რაოდენობა და ისიც, რომ მხოლოდ ერთმანეთთან არიან დამეგობრებული. ამასთან, ამ ანგარიშებზე არ შეინიშნება რეალური ადამიანისთვის დამახასიათებელი ინტერაქცია და ორგანული პოსტები, თუმცა გაზიარებულია პოსტები ძირითადად ყალბი გვერდებიდან, რომლებიც მხოლოდ „სპუტნიკის“ მასალების გავრცელებას ემსახურებიან.

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული 28 ყალბი პროფილი „სპუტნიკის“ სტატიებს რიგითი „ფეისბუქ“ მომხმარებლებისთვის შეუმჩნევლად, შენიღბულად, ორგანიზებულად და შერჩევითად აზიარებს მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე ჯგუფებში. გაზიარებული სტატიები ძირითადად ჯგუფის თემატიკის გათვალისწინებით არის შერჩეული.

. . . . . . 

“სპუტნიკ საქართველოს” გავრცელებაში შემჩნეული ყალბი ანგარიშების ნიმუშები

 . . . . . .

ყალბი ანგარიშების მიერ სპუტნიკის მასალების გავრცელება ხდება როგორც ქართულენოვანი აუდიტორიისთვის, ასევე რუსულენოვანი ფეისბუქ მომხმარებლებისთვისაც საქართველოსთან დაკავშირებულ რუსულენოვან ფეისბუქ გვერდებზე და ჯგუფებში.

. . . . . . 

 . . . . . .

საეჭვოა ის გარემოებაც, რომ რამდენიმე იდენტიფიცირებული პროფილი პირად გვერდზე თუ „ფეისბუქ“ ჯგუფებში გამოთქვამს „ფეისბუქ“ გვერდის ან ჯგუფის შესყიდვის სურვილს, რაც დამატებით წარმოქმნის ეჭვებს მათ არაჯანსაღ ინტერესებზე ხელში ჩაიგდონ სხვადასხვა თემატიკის გარშემო ორგანიზებული ჯგუფები და გვერდები.

. . . . . . 

. . . . . . 

სპუტნიკის არაავთენტური, კოორდინირებული გავრცელების სქემა ქართულენოვან ჯგუფებში

ღია წყაროებზე დაკვირვებით, სამართლიანი არჩევნები მივიდა დასკვნამდე, რომ „სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშების მიერ გავრცელებული მასალა დივერსიფიცირებულია, და სხვადასხვა თემატიკის მიხედვით, ვრცელდება შესაბამისი ინტერესის მქონე ჯგუფში. ეს თემატიკაა:

  • ცნობილი ქართველების საჯარო პირადი ცხოვრება
  • მებაღეობა
  • ემიგრანტები
  • ზოდიაქო
  • ტურიზმი
  • კულინარია
  • მოდა

ამ თემების ირგვლივ არსებულ მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე „ფეისბუქ“ ჯგუფებში ყალბი ანგარიშები ერთგვარი მონაცვლეობით, თითქმის ყოველდღურად და დღეში რამდენჯერმეც შერჩევითად აზიარებენ „სპუტნიკ-საქართველოს“ მასალებს. გაზიარებული მასალა, როგროც წესი, წარმოდგენილია სპუტნიკის ვებ-გვერდის სტატიის ბმულის სახით, რასაც თან ახლავს მოკლე ინფორმაცია ამ სტატიის შესახებ.

 . . . . . .

. . . . . .

სამართლიანი არჩევნებისთვის ასევე ცნობილია, რომ სპუტნიკის გავრცელება ამ სქემით დახურულ ჯგუფებშიც ხდება, თუმცა მათზე დაკვირვება შესაბამისი მონიტორინგის ინსტრუმენტის არარსებობის გამო შეუძლებელია.

საგულისხმოა, რომ „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება არაავთენტურად და კოორდინირებულად ქართულენოვანი ჯგუფების გარდა, ქართულ თემატიკაზე შექმნილ რუსულენოვან ჯუფებშიც შეინიშნება. ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია 29 ქართულენოვანი და 12 რუსულენოვანი ღია ჯგუფი, რომლებსაც ჯამში 1,219,885 წევრი ჰყავთ. „სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშები, სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად, სავარაუდოდ, სწორედ ამ ჯგუფებს იყენებენ ბოროტად. მსგავსი ქმედებები კარგად შენიღბულია, რასაც ხელს უწყობს „ფეისბუქ“ ჯგუფების ანალიზის შესაძლებლობის ნაკლებობა, რადგან დახურული ჯგუფების სისტემური მონიტორინგი პრაქტიკულად შეუძლებელია.

 . . . . . .

. . . . . .

ყალბი ანგარიშები „სპუტნიკის“ მასალების გასავრცელებლად ქართულენოვანი ღია ჯუფებიდან აქტიურად იყენებენ პოლიტიკური შინაარსის და ელფერის მქონე ჯგუფებსაც, რომლებიც მმართველი პარტიის ლიდერებს კახი კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. მათთან ერთად გასავრცელებლად გამოიყენება ჯგუფი „გიორგი მარგველაშვილი გისმენთ, მეგობრებო“.

მაგალითისთვის, 11 თებერვლის მდგომარეობით, ჯგუფში სახელწოდებით „კახა კალაძე თბილისის მერი“ ერთი წლის მანძილზე სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებული ყალბი ანგარიშების მიერ გაზიარებული იყო „სპუტნიკის“ 254 სტატია. 

. . . . . .

 . . . . . .

„სპუტნიკთან“ დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისა და ქცევის გაანალიზებით, ნათელი ხდება, რომ კრემლის საინფორმაციო სააგენტოს „რაშა თუდეი“-ს ქოლგის ქვეშ მოქმედი „სპუტნიკის“ ქართული მასალების გასავრცელებლად და მათი აუდიტორიის გასაზრდელად „ფეისბუქის“ პლატფორმა საქართველოში ბოროტად გამოიყენება. „სპუტნიკთან“ დაკავშირებულ ანგარიშებს მიზანში ამოღებული ჰყავთ სხვადასხვა ინტერესების მქონე „ფეისბუქ“ მომხმარებლები და მათ, როგორც სამიზნე აუდიტორიას, შერჩევითად, მიზანმიმართულად აწვდიან ფორმით და შინაარსით ნეიტრალურ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც კრემლის საინფორმაციო ოპერაციებისთვის ორგანიზებული ინფრასტრუქტურა იქმნება და „ფეისბუქ“ მომხმარებელი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ექცევა „სპუტნიკის“ საინფორმაციო ხაფანგში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო რუსული საინფორმაციო ომის ფრონტის ხაზს წარმოადგენს, ნებისმიერი კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით საფრთხისშემცველია და მომხმარებლების საინფორმაციო მოწყვლადობისკენ არის მიმართული. ეს ოპერაციები შესაძლოა მიზნად ისახავდნენ მოქალაქეებში კრემლისტური საინფორმაციო აგენტების მიმართ ნდობის მოპოვებას, ყურადღების მოდუნებას, მათზე ინფორმაციის შეგროვებას, რაც ზრდის საქართველოში  რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის გავლენის საფრთხეს 2020 საპარლამენტო არჩევნების წინ.

https://isfed.ge
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე
საზოგადოება

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
დეკემბერი 23, 2020
0
448

„ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი“, –...

წაიკითხე მეტი
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
316
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
113
ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

დეკემბერი 18, 2020
118
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020


Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
448
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
316
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
113

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist