“სააკაშვილის გვერდით მეც ვმუშაობდი, ხოჯევანიშვილს ამის გამო ჩრდილი არ ადგება”

ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრეს ე.წ მუხროვანის ამბოხის იმ ცნობილ ვიდეოზეც, სადაც ვანო მერაბიშვილი „ორ გვამს“ ითხოვს.

კომენტარი გააკეთეს სუსის იმ ორ მაღალჩინოსანზე, რომლებიც ამ სკანდალურ ვიდეოში ჩანან და დღესაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საუბარია, სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილეზე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილსა და კიდევ ერთ მაღალჩინოსანზე – ნიკა შარაძეზე.

ვიდეოზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა, გია ვოლსკმაც:

„მე არ მგონია, ეს კადრები ალექსანდრე ხოჯევანიშვილის პროფესიონალიზმს ჩრდილს აყენებდეს. მიხეილ სააკაშვილის გვერდით, 2006 წლამდე მეც ვმუშაობდი.

სუსის მაღალჩინოსნები იმიტომ კი არ არიან, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები შევაფასეთ, პროფესიონალიზმის გამო მუშაობენ იქ“, – ვოლსკი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.