სააკაშვილი – “დღეს მქონდა ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ჩვენ ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს!”

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი 7 მაისს პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.

ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“დღეს მქონდა ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან. მე ვფიქრობ, რომ მას მშვენივრად ესმის, რომ ქვეყანას არ აქვს სწრაფი ცვლილებების ალტერნატივა, ამიტომ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რადიკალური რეფორმების გატარება.

მე ძალიან მომეწონა მისი განწყობა, რადგან თავად ფაქტი ჩემი დანიშვნისა აჩვენებს, რომ ის მზადაა, გადადგას არაორდინალური ნაბიჯები, რისგანაც თავის შეკავებას მას უამრავი ადამიანი ურჩევდა. ამას ძირითადად აკეთებდნენ ისინი, ვისაც უკრაინაში სტატუს ქვოს შენარჩუნება უნდა, სტატუს ქვო კი ჭაობია.

საჭიროა უკრაინის ამ ჭაობიდან ამოყვანა, ამის გაკეთება კი შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს, რომელიც არასდროს არ ყოფილა ქურდი და არასდროს გახდება და რომელსაც აქვს ამბიცია, დარჩეს უკრაინის ისტორიაში პიროვნებად, რომელმაც შეძლო გაეკეთებინა რაღაც თავისი ხალხისა და თითოეული უკრაინელისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი სწორედ ასეთი ადამიანია.

მე მზად ვარ, მაქსიმალურად დავეხმარო პრეზიდენტს ჩემი გამოცდილების, წარმატებების და წარუმატებლობის გათვალისწინებით.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მაგრამ მთავარი სამუშაო ახლა იწყება. უმაღლეს რადასთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ჩვენ არაფერი გამოგვივა.

ჩვენ კი აუცილებლად ყველაფერი უნდა გამოგვივიდეს!”.

“ახალი თაობა”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.