“სააკაშვილი პოლიტიკაში უფრო გრძელვადიანი მოთამაშეა, ვიდრე ივანიშვილი”

“ბიძინა ივანიშვილი დღეს არის პრობლემა” – ამის შესახებ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ, “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით,მიშა სააკაშვილი პოლიტიკაში უფრო გრძელვადიანი მოთამაშეა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი.

” საქართველოში მიშა სააკაშვილი, ისედაც არის პოლიტიკაში ფაქტორი, როგორც ფაქტორი, ის ბუნებრივია დარჩება. მეტსაც გეტყვი, მიშა სააკაშვილი პოლიტიკაში უფრო გრძელვადიანი მოთამაშეა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი დღეს არის პრობლემა, თუმცა მას რესურსი პოლიტიკური, იყოს გრძელვადიანი მოთამაშე არ აქვს.” – ამბობს გიგი უგულავა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.