სააკაშვილი საქართველოს პროკურორად და მოსამართლეებად ბრიტანელ და ამერიკელ იურისტებს ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურორად და მოსამართლეებად ბრიტანელ და ამერიკელ იურისტებს ითხოვს. შესაბამის მიმართვას საააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს “მთავრობა” აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

“პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს.ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქართველოს “მთავრობა” აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით.

ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ”, – წერს სააკაშვილი.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.