“სააკაშვილო, ჩამოდი და მიხედე შენ ბედს… ივანიშვილო წადი, თუ არ გინდა აქ ყოფნა!”

ლელო საქართველოსთვის წევრმა დავით უსუფაშვილმა, მიხეილ სააკაშვილს მიმართა და ჩამოსვლისკენ მოუწოდა, ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

“მე, დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილო, ხელს არ გიშლით, ჩამოხვიდეთ საქართველოში, მეტი რა გითხრა, ჩამოდი და მიხედე იმ შენს ბედს, მომავალს და გეგმებს. მორჩა, ამით დავასრულე საუბარი. ჩამოვიდეს საქართველოში, თუ უნდა საქართველოში ყოფნა. ივანიშვილს ვეუბნები, წადი საქართველოდან, თუ არ გინდა საქართველოში ყოფნა.

არ შეიძლება საქართველოს ბედი კონკრეტულ ადამიანთან იყოს დაკავშირებული და არც მათ – ხუშტურებთან და დაუკმაყოფილებელი ვნებების დაკმაყოფილებასთან”.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.