საარჩევნო კოდექსის პროექტით, პარტიულ სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს

პარტია, რომელსაც სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც არ ეყოლება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ვერ დარეგისტრირდება.

საარჩევნო კოდექსის პროექტის მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (საარჩევნო სუბიექტმა) ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

პარლამენტი მიმდინარე კვირაში, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს. დღეს ამ საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. განხილვას ოპოზიციური პარტიებიც დაესწრებიან.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.