საბერძნეთში კარანტინის დროს ღვთისმსახურების ჩატარებისთვის მიტროპოლიტი დააკავეს

საბერძნეთში კარანტინის წესების დარღვევისთვის კიფირის მიტროპოლიტი სერაფიმე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავების მიზეზი კარანტინის პირობებში საეკლესიო ღვთისმსახურების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევა გახდა.

გამოცემა News Beast-ის ცნობით, 20 მარტს მიტროპოლიტმა, კუნძულ კიტირაზე, ქალაქ ხორაში არსებულ ტაძარში ლიტურგია ჩაატარა. მეუფის საქმეს ახლა პროკურატურა სწავლობს.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში კორონავირუსის 530 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი განიკურნა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.