სად ინახება ყველაზე ძველი ქართული საეკლესიო ხელნაწერები

ქართულ სამონასტრო ცხოვრებაში, რომელიც მე-6 საუკუნიდან იწყება, განსაკუთრებული ადგილი უკავია საეკლესიო ხელნაწერ წიგნებს. პირველი ასეთი ჩვენამდე სრულად მოღწეული ხელნაწერი წიგნი თარიღდება 950 წლით და გადაწერილია საბას ლავრაში. ეს არის საბერმონაზვნო კრებლი, რომელშიც შესულია ეკლესიის ცნობილი მამების – იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, ბასილი დიდისა და სხვათა ქადაგებები.

ხელნაწერი წიგნი ქართული სახელწოდებით „სამოთხე“ დღესაც დაცულია სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ქართულ კოლექციაში. 977 წელს ოშკის ლავრაში გადაწერილი კრებული, რომელიც „ოშკის სამოთხის“ სახელწოდებითაა ცნობილი, დაწერილია ათონის მთის ქართველი ბერ-მონაზვნებისთვის. ეს წიგნი ათონის მთაზე მას შემდეგ მოხვდა, რაც ივერიის მონასტერი დაარსდა.

წიგნი დაწერილია მაღალი ხარისხის ეტრატზე, ცნობილი კალიგრაფის სტეფანეს ხელით.

ქართულ საეკლესიო ხელნაწერ წიგნებს შორის გამორჩეულია მე-9 საუკუნის ხელნაწერი „უდაბნოს მრავალთავი“, რომელიც გადაწერილია შატბერდში. ეს ხელნაწერი პირველად 1873 წელს აღმოაჩინა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა დიმიტრი ბაქრაძემ. მასვე ეკუთვნის პირველი ცნობა ხელნაწერის შესახებ.

1920 წელს აკაკი შანიძემ ხელნაწერი უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტრიდან თბილისში ჩამოიტანა. მანვე იპოვა ამ ხელნაწერის რამდენიმე ფრაგმენტი. ერთი ფურცელი ცალკე იყო დაცული საეკლესიო მუზეუმის ფონდში, რვა ფურცელი კი ინახებოდა გრენის პირად კოლექციაში. ხელნაწერი ნაკლულია და შემორჩენილი პირველი წიგნის მხოლოდ ერთი მეოთხედი და დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.  

ამჟამად ხელნაწერი 178 ფურცელს შეიცავს, შესრულებულია ეტრატზე და გადაწერილია ასომთავრულით. „უდაბნოს მრავალთავი“ უძველესია იმ ხელნაწერთა შორის, რომელშიც „აბოს წამებაა“ შესული.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.