სავალუტო ჯიხურების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი ძალაში შევიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა. ცვლილება ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად განხორციელდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ახალი წესი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პირველი მარტიდან ავალდებულებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა.

გარდა ამისა, ამ წესით მკაცრდება სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით.

ამ წესის გამოქვეყნებამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე მიეცათ. რაც შეეხება მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან დარეგისტრირებულ გადამცვლელ პუნქტებს, მათ საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით უნდა განახორციელონ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.