საზიზღარი ადამიანები ხართ, სადისტები, ასე როგორ გაიმეტეთ – წერს ანა გაბეჩავა ერთ-ერთ დაკავებულს

შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომში ანა გაბეჩავას ფეისბუქ მიმოწერები დევს. საბედისწერო ღამის იუბილარი ანა გაბეჩავა ფეისბუქ მიმოწერებში უშედეგოდ ცდილობს კაკი ჩქარეულის კავშირების დადგენას. სად არის ჩქარეულის გამოკითხვის ოქმი, უცნობია, თუმცა ანა გაბეჩავას ეჭვები მასთან დაკავშირებით მიმოწერებშიც კარგად ჩანს.

 ანა გაბეჩავა ერთ-ერთ არასრულწლოვანს ესაუბრება და მასთანაც კაკი ჩქარეულთან დაკავშირებულ კითხვებს სხვას, კერძოდ, ვინ მოიყვანა ჩქარეული მის დაბადების დღეზე. გაბეჩავა ეჭვობს, რომ არეულობა ნარეკვავში სწორედ ჩქარეულის მოსვლის შემდეგ დაიწყო. 

ანა გაბეჩავა თავის მეგობარ ნიკუშა ხეჩოშვილთან საუბრისას გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რა უნდოდა ჩიქოვანს, კაკი ჩქარეულს და ვინმე ზეზვას მის დაბადების დღეზე. გაბეჩავა სინანულს გამოთქვამს ჩიქოვანის ძლიერად ცემის თაობაზე, თუმცა, აღნიშნავს, რომ უდანაშაულო ბავშვის სიკვდილის ფონზე ცოდო აღარავინაა. გაბეჩავა აღნიშნავს, რომ “ჩიქოვანს მაგარი დარხეული აქვს, მაგან მოიყვანა, მაგის მანქანა იყო“. ხეჩოშვილი ცდილობს ჩიქოვანის გამართლებას, რადგან, მისი თქმით, ჩიქოვანს “თავი ჰქონდა გადახსნილი“. იგი იმედს გამოთქვამს, რომ “ჩვიდმეტივეს დაიჭერენ? ნეტა ჩვენი ბიჭები გადარჩებოდნენ“.

გაბეჩავა უკვე დაკავებულ თენგო ბარბაქაძესთან საუბრისას ცდილობს დააზუსტოს, ვინ მიაყენა დაზიანებები და კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა შაქარაშვილსა და მის მეგობრებზე განხორციელებულ თავდასხმაში.  ანა გაბეჩავა მას კატეგორიულად სთხოვს, სასწრაფოდ დაურეკოს ბიჭებს და უთხრას, სად სცემეს და სად დატოვეს. “საზიზღარი ადამიანები ხართ, სადისტები, ასე როგორ გაიმეტეთ“. თუმცა ბარბაქაძე ამბობს, რომ არაფერი იცის, რადგან თბილისში წავიდნენ. გაბეჩავა ბრალდებას უყენებს ბარბაქაძეს, რომ ის და მისი მეგობრები საჩხუბრად იყვნენ ამოსული, ბარბაქაძე კი ამ ბრალდებას უარყოფს. 

კიდევ ერთი მიმოწერიდან მარიამ ადეიშვილსა და ანა გაბეჩავას შორის საბოლოოდ ხდება ნათელი, რომ მათ იცოდნენ, რომ შაქარაშვილსა და მის მეგობრებს რაღაც ცუდი შეემთხვათ იმ ღამეს, მაგრამ არაფერი მოუმოქმედებიათ. ადეიშვილი გაბეჩავასთან საუბრისას სინანულს გამოთქვამს, რომ იმ ღამეს უნდა ეთქვათ ყველაფერი, ისტორიაც მოეყოლათ და მისი თქმით, “მაშინვე შეიძლება ძებნა დაეწყოთ“. ადეიშვილი ამბობს, რომ ძალიან შეეშინდა, როდესაც ერთ-ერთი წვეულებაზე მყოფის მონაყოლი მოისმინა, თუ როგორ სცემეს იგი.   

საქმის ადვოკატები სწორედ იმ ახალი ტომების გადაცემას ითხოვენ, რომლებშიც ეს მიმოწერები დევს. დღეს საგამოძიებო უწყებაში გიგა ტატიაშვილის ადვოკატიც მივიდა. მისი თქმით, ამ ტომებში ამ მიმოწერებთან ერთად ბევრი სხვა, ბოლო პერიოდში მიღებული ჩვენებებიც არის. 

გიორგი ყიფშიძის თქმით, საქმის მე-10 და 21-ე ტომებს მათ დღეს გადასცემენ. 

შეგახსენებთ, რომ ანა გაბეჩავასა და მის მეგობრბს შორის ფეისბუქ მიმოწერებიდან ირკვევა, რომ წვეულების სტუმრებმა იცოდნენ მომხდარის შესახებ და არაფერი მოიმოქმედეს. ასევე დღეს გახდა ცნობილი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კამერის ჩანაწერი შესაძლოა დაკარგულიყო, რადგან რესტორან “ელდორადოს” დარაჯი, რომელიც ამჟამად გაუქმებულია და მის ადგილას ბრეგვაძის 112-თან საუბარში ნახსენები “ქებაბ ჰაუსი” მდებარეობს, ამ კამერების გაყიდვას აპირებდა.  

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე “მთავარი არხი” საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.