საზოგადოების 48% მიიჩნევს, რომ საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება – TI

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აქვაყნებს სასამართლოსა და პროკურატურაზე. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კვლევის მიხედვით “საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ და ამავდროულად, სისტემური ხარვეზების სწორი აღქმა გააჩნია”.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ კლანი არსებობს. ამ აზრს 17% ეწინააღმდეგება, ხოლო 36%-ს პასუხი არ აქვს.

მათგან, ვინც კლანის არებობას ეთანხმება, 84% თვლის, რომ მოქმედი ხელისუფლების წევრები კლანს მხარს უჭერენ, 88% კი ფიქრობს, რომ კლანმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვოს.

რაც შეეხება სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, გამოკითხულთა 48%-ის აზრით, საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება. 38% მიიჩნევს, რომ ეს ასე არაა.

ამასთან, გამოკითხულთა 72% პროცენტი თვლის, რომ პროკურატურა და შსს მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. სუს-ზე იგივეს 69% ფიქრობს.  

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.