საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის-მეურვის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის-მეურვის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის-მეურვის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ბორდის წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, საკუთარი განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა.

ამასთანავე, სამეურვეო საბჭოს 3 წევრს – ბორდის თავმჯდომარეს გრიგოლ გოგელიას, წევრებს – გიორგი კოხრეიძეს და მარინა მუსხელიშვილს 2018 წლის 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.