საიდან შემოუტევს საქართველოს რუსეთი

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთი სხვადასხვა გზით ჩაერევა საქართველოს საარჩევნო პროცესებში. მოლოდინს ზოგადად კრემლის პოლიტიკა და ის ფაქტიც აჩენს, რომ მოსკოვმა სხვის საქმეებში ჩარევის პრაქტიკა არაერთხელ და არაერთ სახელმწიფოში გამოსცადა. რა არის რუსეთის მიზანი და კონკრეტულად რა შეიძლება გააკეთოს მოსკოვმა საქართველოში მოახლოებული მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის? რა საყრდენი აქვს რუსეთის მიზნებს საქართველოში?

„საქართველო აშკარა არის სამიზნეა… არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტურია, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას“ – აცხადებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და რუსეთისგან მოსალოდნელ ორ სავარაუდო ქმედებას ახსენებს.

  • ყალბი ამბების, დეზინფორმაციის გავრცელება – რუსეთის მიერ საინფორმაციო ომში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტი;
  •  კიბერშეტევა – რუსეთის მიერ მრავალ ქვეყანაში და მათ შორის – აშშ-შიბრიტანეთსა თუ გერმანიაში ნაცადი ინსტრუმენტი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და მედისაშუალებების ვებსაიტებსა თუ სერვერებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა 2019 წლის ოქტომბერში განხორციელდა. 2020 წლის 20 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ – ეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ნახელავი იყო. ფაქტი კატეგორიულად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამპარტნიორებმა ქვეყნებმა საქართველოს დახმარება აღუთქვეს.

ლელა კუნჭულია

radiotavisupleba.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.