საკონსტიტუციო ცვლილები დამტკიცებულია – საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის ფონზე კენჭისყრის დროს ტაბლოზე 117 დეპუტატის ხმა დაფიქსირდა. საკონსტიტუციო ცვლილებების მოხმრეთა ეს რაოდენობა მმართველი გუნდის პროგნოზს პრაქტიკულად ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში მხოლოდ 120 დეპუტატი იმყოფებოდა, პროექტის ჩავარდნას თითქმის არავინ ვარაუდობდა.

დღევანდელ სესიაზე ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა სულ სამმა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.