“სამი კანონი პარლამენტში, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ”

დღეს და ხვალ, ე.წ. დაჩქარებული წესით, პარლამენტი მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოჩირიძე აცხადებს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ სამივე კანონი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას.

“ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას ( წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტი წყვეტს მუშაობას). ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა.

ეს კანონებია:
-ცვლილებები კონკურნციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას;
-ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე;
-ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის ( 5 პროცენტზე მეტის) გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების ( სემეკი) ნებართვის გარეშე,” – წერს გოცირიძე.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.