სამი ქვეყნის ოლიგარქი ცდილობს ჩემს პოლიტიკურ განეიტრალებას – მიხეილ სააკაშვილი

სამი ქვეყნის ოლიგარქი ცდილობს ჩემს პოლიტიკურ განეიტრალებას – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისსა და კიევში ჩანიშნული პროცესის წინ ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში გააკეთა. სააკაშვილის თქმით, 29 დეკემბერს შედგა სატელეფონო საუბარი პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის, სადაც სააკაშვილის განეიტრალების დეტალები განიხილეს.

ამავე ეთერში მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისში ჩანიშნულ პროცესზეც გააკეთა კომენტარი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, შეწყალების უფლება მთელს მსოფლიოში პრეზიდენტის პირდაპირი უფლებაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება მისი რევიზიის, თუმცა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით ეს საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დასაწყებად გამოიყენა.

“29 დეკემბერს ვლადიმერ პუტინსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამ საუბრის დროს, ტყვეების გაცვლასა და სხვა საკითხებს შორის განიხილებოდა ჩემი საკითხიც. კერძოდ, პრეზიდენტების დონეზე თანამშრომლობა ჩემს წინააღმდეგ. პუტინი არ მალავს, რომ დაინტერესებულია ჩემით, პოროშნეკო რომ დაინტერესებულია, ეს ბავშვმაც კი იცის უკრაინაში. ის, რომ ეს საკითი ერთმანეთთან განიხილეს, ეს საიხლე იყო ჩემთვის, გასაგებია რა დონეზეც მიდის საუბარი.

“სამი ქვეყნაა ამ ყველაფერში ჩართული, საქართველოში მათ დანიშნეს პროცესი ჩემთვის განაჩენის გამოტანის შესახებ. რატომ? იმიტომ, რომ ბრალდების მიხედვით, უკრაინის პროკურატურამ თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე და ამიტომ ახლა არ შეუძლიათ თქვან, რომ ბოდიში შეგვეშალა, დავწერეთ სისულელე 12 გვერდზე და ახლა შევცვლით ამ ყველაფერს და გადმოგცემთ სააკაშვილს. ნუ ახლა იტყვიან, რომ ბრალდება ბრალდებად, მაგრამ ახლა განაჩენია, რატომ განაჩენი? იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში სისხლის სამართლის საქმეზე შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტია.

“საქართველოს ხელისუფელბა და “გაზპრომის” ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, მასამართლებს მე პრეზიდენტობის დროს შეწყალების უფლების გამოყენების გამო. ევროპის სასამრთლოში ეს ბრალდება გაქარწყლდება მაშინვე. ეს ბრალდება სამარცხვინოა, მაგრამ მათ ეს არ აინტერესბთ, უბრალოდ მათთვის მთავარია ახლა გააკეთონ რამე. საქართველოს და უკრაინის ხელისუფელბას ერთ დღეს მოუვიდა თავში ჩემს წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დანიშვნა და ამასთანავე პუტინიც საქმეშია,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.