სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 24 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯეს

სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკი კინ ჰე დამნაშავედ სცნო სახელმწიფო საიდუმლოებების გამჟღავნებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. მას აგრეთვე 17,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.

ქვეყნის ყოფილი ლიდერი ყველა ბრალდებას უარყოფს. სამხრეთ კორეის პროკურატურა მისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთასა და ჯარიმის სახით 118,5 მილიარდი აშშ დოლარის დაკისრებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა. თავად პაკ კინ ჰემ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა. მის ადვოკატებს უახლოესი კვირის განმავლობაში განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ.

პაკ კინ ჰეს მონაწილეობით კორუფციული სკანდალი ქვეყანაში 2016 წელს დაიწყო. გამოძიების ვერსიის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის მეგობარი ჩხვე სუნ სილი ამ ურთიერთობით სარგებლობდა და მსხვილ კორპორაციებს, როგორიცაა მაგალითად Samsung და Lotte, მსხვილ თანხებს სძალავდა.

2016 წლის მიწურულს პაკ კინ ჰეს პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა, ხოლო 2017 წლის აპრილში ბრალდებები წაუყენა. ჩხვე სუნ სილს, კორუფციისა და ქვეყნის საქმეებში ჩარევის გამო 2018 წლის თებერვალში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ჯარიმის სახით 16,6 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.

Samsung Electronics-ის ვიცეპრეზიდენტსა და Samsung Group-ს ხელმძღვანელს ლი ჩჟე იონს 2017 წლის აგვისტოში ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

წყარო: ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.