სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ცხინვალს სტალინირი დაარქვა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა,   ანატოლი ბიბილოვმა დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას ცხინვალისთვის “ქალაქ სტალინირის“ დარქმევის შესახებ.

“ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისა და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღსანიშნავად ვხელმძღვანელობ რა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 51–ე მუხლით ვბრძანებ:

დადგინდეს ქალაქ ცხინვალის სიმბოლოდ სახელწოდება “ქალაქი სტალინირი“, რომელიც გამოყენებული იქნება “ქალაქ ცხინვალთან“ ერთად რესპუბლიკური და საქალაქო ღონისძიებების ჩატარებისას, რომლებიც მიძღვნილი იქნება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და ქალაქ ცხინვალის ისტორიისთვის სამახსოვრო დიდ სამამულო ომთან დაკავშირებული თარიღებისადმი.“ – ნათქვამია ეგრეთწოდებული პრეზიდენტის ბრძანებაში.

ბიბილოვმა დაავალა უწყებებს გაატარონ რიგი ღონისძიებები “ისტორიული დასახელების, სტალინირის პოპულარიზაციის მიზნით.“

ქალაქ ცხინვალს წარსულში, 1934–1961 წლებში უკვე ერქვა ქალაქი სტალინირი იოსებ სტალინის საპატივსაცემოდ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.