სანიკიძე: ლოგიკას გაყვნენ, სოხუმში და ცხინვალში დანიშნონ საქართველოს ელჩები, მერე ვნახოთ რა მოუვა “ქართულ ოცნებას” (ვიდეო)

ასე, პასუხობს მმართველი პარტიის შეფასებებს, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებულია, უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანი გახდება, შესაძლოა საქართველო-უკრანასთან დიპლომატიური ურთიერთობის საკითხი გადაიხედოს.

გუბაზ სანიკიძემ  “პალიტრანიუსის” გადაცემა, NEWSROOM-თან, “ოცნების” საპარლამენტო დეპუტატების შეფასებს კი ასე პასუხობს:

„მე ქართულ ოცნებას ასეთ რჩევას მივცემ, რომ ლოგიკას გაყვნენ, უკრაინასთან გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობა, აღადგინონ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და სოხუმში და ცხინვალში დანიშნონ საქართველოს ელჩები, აი ამას თუ იზამენ, მერე ვნახოთ რა მოუვა „ქართულ ოცნებას“ და მათ ბელადს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ტლინკაობის ჩემპიონატი მოგვიწყო სოციალურ ქსელებში”.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.