საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლედ აირჩიეს – ივანიშვილის მოსამართლეების კლასტერი გაძლიერებას განაგრძობს?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლე უვადო მოსამართლეა. 12 მომხრე, ორი წინააღმდეგი – საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე ნინო მამულაშვილი ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

დავით მათიკაშვილი მეუღლესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას უარყოფს.

ინფორმაციის გაცემის წესი, არსებობს ჟურნალისტთან კომუნიკაციის წესი და იქ იქნება შესაბამისი კომუნიკაცია, – ამბობს მათიკაშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს ცხრა უვადო მოსამართლე განამწესა და საბჭოს წევრთა უმრავლესობას ზედმეტი კითხვები არ ჰქონია, მაგრამ იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. არამოსამართლე წევრები აცხადებდნენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და პროცესები კლანის ინეტერესების მიხედვით იმართება.

არამოსამართლე წევრების შეფასებით, მამულაშვილის შერჩევის მკაფიო არგუმენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ჰქონია. დოლიძემ და ნაცვლიშვილმა მათიკაშვილის ცოლის უვადო მოსამართლედ დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს. მათივე შეფასებით, საბჭომ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის გავლენებით მიიღო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ყვებიან, რომ წინა წლებში ნინო მამულაშვილმა სამჯერ მიიღო მონაწილეობა მოსამართლეობის კონკურსში, თუმცა, მან სავალდებულო გამოცდა ვერ ჩააბარა.

ძალიან მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ, შეიცვალა თუ არა რაიმე გარემოება იმ ორ ეტაპს შორის, პირველი ეტაპი, როდესაც რამდენჯერმე მამულაშვილი იყო კანდიდატი იუსტიციის საბჭოში და შემდეგი ეტაპი, როდესაც ის დაინიშნა საბჭოს მიერ მოსამართლედ. მოხდა თუ არა რაიმე რადიკალური ცვლილება გარდა იმისა, რომ მისი მეუღლე იყო უკვე ამ ეტაპზე, საქართველოს პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირი. ამის გარდა, სხვა რამ ხომ არ მოხდა, რამაც განაპირობა იუსტიციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების ცვლილება, – ამბობს ანა დოლიძე.

არამოსამართლე წევრების ბრალდებები მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისთვის. გიორგი მიქაუტაძე ჯანეზაშვილი-დოლიძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის 2017 წელს თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებთან გასაუბრება და მათი უვადოდ დანიშვნა იყო. უზენაეს სასამართლოში მოხვედრის სურვილი სულ ცამეტმა მოსამართლემ გამოთქვა.

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.