საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩამოწერილ ვალებს მოქალაქეებს ისევ სთხოვენ

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩამოწერილ ვალებს მოქალაქეებს ისევ თხოვენ. პრემიერის გადაწყვეტილება, რომელსაც ოპოზიციამ ამომრჩევლის მოსყიდვა უწოდა, მოქალაქეებს ახალ ტვირთად დააწვათ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ბანკები ხალხს ძველ ვალებს სთხოვენ და ქონების დაყადაღებით ემუქრებიან.

ხალხი იყო ბედნიერი და უცბად წელს გაჩნდა ახალი ფინანსური ბიურო, რომელმაც შეისყიდა პრაქტიკულად და ატერორებს ადამიანებს, თუ 100%-ით არ დაფარავენ დავალიანებას, რომელიც ჰქონდა, დაუყადაღებენ ნივთებს, აშინებენ და ჰყავთ ფსიქოლოგიურ ტერორში – ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე

ოპოზიცია მმართველი გუნდისგან ოფიციალურ განმარტებებს ელოდება და საკითხის შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.