სასამართლომ საგანგებო მდგომარეობისას 3 000 დან 15 000 ლარამდე გამოწერილი ჯარიმები შესაძლოა უკანონოდ ცნოს

საკონსტიტუციო სასამართლომ საგანგებო მდგომარეობისას 3 000 დან 15 000 ლარამდე გამოწერილი ჯარიმები შესაძლოა უკანონოდ ცნოს

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოში რვა საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა 

1.      თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

2.      გიორგი ჩიტიძე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ;

3.      ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

4.      თეკლა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;

5.      პაატა ზანგურაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

6.      გიორგი ჭაუჭიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

7.      მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

8        საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სულხან სალაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ;

საკონსტიტუციო სარჩელებით გასაჩივრებულია თითქმის ყველა შეზღუდვა, რამაც პრაქტიკულად შეუქმნა დაბრკოლებები მოსახლეობას, მაგრამ შეზღუდვების უმრავლესობის მოხსნისა და საგანგებო რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად სარჩელების ძირითადი ნაწილისადმი მოსახლეობის ინტერესი გაანელა. აქედან გამომდინარე ალბად ყველაზე საინტერსო გიორგი ჩიტიძის სარჩელის ის ნაწილია, რომელიც შეეხება 3000 – 15000 ლარიან ჯარიმებს.

გიორგი ჩიტიძემ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს – საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.

მოსარჩელე უთითებს, რომ – ,,არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს საქართველოში. საგანგებო მდგომარეობის რეგულაციები მასზე უშუალოდ ვრცელდება. ამასთან, სადავო ნორმა, რომლითაც ხდება სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესება, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პასუხისმგებლობა დაწესდეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით და ამ მოთხოვნიდან გადახვევა არ დაიშვება საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით პასუხისმგებლობა დაწესებულია არა კანონით, არამედ – საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით. შესაბამისად, დარღვეულია კონსტიტუციის მოთხოვნები და ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. ამიტომ, არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ შესაძლოა ის დაექვემდებაროს სადავო ნორმების მოქმედებას და დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებული კანონის გარეშე პასუხის­მგებლობის აკრძალვა,,

გიორგი ჩიტიძის საკონსტიტუციო სარჩელი დარეგისტრირდა 19.05.2020 წელს და საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რამდენად მართლზომიერია მოქალაქეებისა და იურიდიული პირების დაჯარიმების ის წესი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 21 მარტიდან დღემდე საგანგებო მდგომარეობის დარღვევის შვიდი ათასზე მეტი პირია დაჯარიმებული. როგორც ცნობილია საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ჯარიმის სახით ფიზიკური პირებს – 3000, ხოლო იურიდიული პირებს 15 000 ლარი ეკისრებათ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დიდი თანხებით მოსალოდნელი დაჯარიმების შემთხვევებში მხოლოდ დარღვევის ფაქტს დარღვევის ფაქტს აფიქსირებს შესაბამისი ორგანო სამართალდარღვევის ოქმით, ხოლო ჯარიმის დაკისრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რა დროსაც არსებობს საქმესთან დაკავშირებული გარმოებების გამოკვლევისა და შეფასების გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ ქუჩაში ან მაღაზიაში ადგილზე დაჯარიმებისას ხდება.

საგანგებო მდგომარეობისას არსებულ დარღვევებზე კი სასამართლოს გარეშე პირდაპირ ადგილზე ახდენდა ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი ჯარიმის დაკისრებას, რაც თავიდანვე იურისტების პროტესტის საგანი გახდა. საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილიების შემთხვევაში შეიძლება ჯარიმები ანტიკონსტიტუციურად იქნება ცნობილი.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი N1-ის მე-8 მუხლის მიხედვითამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:

1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობითხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.

2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასკერძოდთავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადითხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმითსაქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმითშესაბამისადხსენებული სადავო ნორმით დადგენილია სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის.

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

http://guriismoambe.com
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.