სასამართლო : “ცინარიძის პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არაა” – ივანიშვილის შერჩევითი სამართალი და მონად ქცეული სასამართლო?

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე თავისუფალია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცინარიძის პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ იყო და შესაბამისად, პოლიციის მაღალჩინოსანი საპატიმროდან გათავისუფლდა.

როგორც „2020NEWS“-ს დავით ცინარიძის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განუცხადა, სასამართლომ მიიღო დაცვის მხარის შუამდგომლობა და ცინარიძე გაათავისუფლა:

„სასამართლო მივიდა იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ცინარიძის პატიმრობაში ყოფნა არ იყო მიზანშეწონილი და დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და გაათავისუფლა იგი, შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, თავისუფლებით საქმის საბოლოო დასრულებდამდე. როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ამ საქმეს სასამართლო პერსპექტივა არ ექნება და დასრულდება დავით ცინარიძის გამამართლებელი განაჩენით.

თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ ნიშნავს იმას, დაუდასტურდა თუ არ დაუდასტურდა დავით ცინარიძეს დანაშაული. ბრალის დადასტურება – არ დადასტურება აისახება სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში, რასაც განაჩენი ეწოდება. დავით ცინარიძის მიმართ აუცილებლად გამოვა გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ იქამდე ჩატარდება სასამართლო გამოძიება.”

ცნობისთვის, დავით ცინარიძე მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

აღსანისნავია, რომ ცინარიძის ირგვლივ სკანდალი პირველად არ განვითარებულა. იგი ჯერ კიდევ 2015 წელს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორობიდან გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ ფაქტს წინ უსწრებდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრები, სადაც ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი დავით ცინარიძის და მისი მოადგილის სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ცდილობდა.

 
 
“ალია”
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.