სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ყველა სასტიკად უნდა ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს, – ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ქადაგებისას განაცხადა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა.

მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის განცხადებით, კრიმინალია, როცა საქმის ფიგურანტები გამოძიებათან არ თანამშრომლობენ, ისევე როგორც კრიმინალია, როცა მერიაში მიცემული ქრთამის შედეგად კორპუსებს დგამენ იქ, სადაც ამის ადგილი არ არის.

ყველამ უნდა თავგამოდებით, სასტიკად ვებრძოლოთ ამ კრიმინალურ მენტალიტეტს. ოთხი დღე ეძებდნენ ახალგაზრდა ბიჭს. ამათმა იცოდნენ, რომ იქ სადღაც მდინარეში გდია მათი თანატოლი მკვდარი. წარმოგიდგენიათ? წარმოუდგენელი საშინელება ტრიალებს მათ ცნობიერებაში. აი ამ 17 კაციდან, შეიძლება მეტიც იყო 17-ზე, იციან, რომ იქ გდია და არცერთი არ მიდის და პოლიციას არ ეუბნება, რომ აი იქ არის, ჩვენ მოვკალით, ან იმან მოკლა, სხვამ მოკლა. წარმოგიდგენიათ რა ხდება მათ ცნობიერებაში? მერიაში რომ სიტყვაზე ქრთამს მისცემ ვიღაცას და სახლს იქ დაგადგმევინებენ, სადაც არ შეიძლება და მეზობელს რომ მზეს ჩაუბნელებ, კრიმინალი ხარ, აბა რა ხარ. ასეა ყველა სფეროში და მოდებული აქვს ეს კიბოსავით ჩვენს ქვეყანას, – ამბობს დეკანოზი თამაზ ლომიძე.  

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.