საუბარი ჩემს მეგობართან, მესამე რანგის კაპიტანთან გოჩა ვეტრაკოვთან – დაგვიანებული წერილი

12 წელზე მეტი გავიდა ავად-სახსენებელი ომიდან და დღემდე არ არის გამოძიებული და პასუხისგებაში მიცემული სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა!! ბატონო ვაჟა, არ ვიცი საიდან დავიწყო, თუ როგორ იწყებოდა ჩვენი საზღვაო შეიაღაღებული ძალების დაკნინება და დაშლა; მაგრამ ალბათ საჭიროა ყველამ გაიაზროს საკუთარი შეცდომები – ასე იწყებს საუბარს ჩემი ქართველი მეგობარი, რომელიც ახლა ემიგრაციაშია და აგრძელებს:

1997 წელია და ჩვენმა სპეც-სამსახურებმა დააფიქსირეს და გაუკეთეს დოკუმენტირება, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების მცდელობას, რომლებსაც სურდათ საქართველოს საზღვაო ძალების დისკრედიტირება. ამ საკითხთან დაკავშირებით ადმირალი ჯავახიშვილი  ძალიან იყო შეწუხებული და 1998 წელს მოხდა სანაპირო დაცვის სამსახურის ჩამოყალიბების ინიცირება, 16 ივლისს მოხდა ოფიციალური გასვლა სახელმწიფო საზღვრის დასაცავად; მანამდე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახური აკონტროლებდა დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრის მთლიან პერიმეტრს. ეს მცირედი, მაგრამ მაინც კარგი შედეგი იყო. დაიწყო საანაპირო დაცვის კადრების მომზადება, რომელიც

2003 წლამდე გაგრძელდა. ასევე საზღვაო ძალების ოფიცრები გადიოდნენ სწავლებებს და გადამზადებებს თურქეთის, გერმანიის და ამერიკის სასწავლო ცენტრებში. ნატო-ს ქვეყნები აქტიურად გვეხმარებოდნენ ჯარის სტრუქტურის დახვეწაში და შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. ბატონი დავით თევზაძის გამინისტრების პერიოდში, მოხდა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შენაერთების ნატოს სტანდარტების მიხედვით გარდაქმნა, ახალ სტრუქტურაზე გადასვლა. მაგრამ, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ იწყება ძალიან ცუდი ქმედებები.

ბატონო გოჩა, მაინც რა ქმედებები?

  1. გამოცდილი და ომგამოვლილი ოფიცრების სრულიად დათხოვნა და მათ ადგილებზე გამოუცდელი კადრების დანიშვნა;
  2. შეიარაღებული ძალების მართვის რგოლის სისხლის სამართლებლივი დევნა და დაპატიმრებები;
  3. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდით, უკრაინიდან და ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან ჩამოწერილი ტექნიკის შეძენა გაორმაგებული ფასებით; საზღვაო ძალების ტერიტორიაზე, ჩემს დროს, შემოიყვანეს 180 ერთეული ტექნიკა, არამუშა მდგომარეობაში და გაძარცვულები.
  4. სამხედრო საზღვაო ძალების და ასევე საჰაერო ძალების ლოჯისტიკური მოთხოვნების იგნორირება.
  5. თავდაცვის გეგმების სრული იგნორირება;
  6. სამხედრო დოქტრინის სრული იგნორირება;

7.არაპროფესიონალიზმი და დილეტანტური მიდგომა საბრძოლო მომზადების კუთხით.

  1. დაზვერვის სამსახურების პოლიციური ამოცანებით დატვირთვა და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს კონტრაბანდასთან ბრძოლის დავალება;
  2. ჯარის სახეობათა დაზვერვის ინფორმაციების სრული იგნორირება; და საბოლოოდ ჯარის “დაბრმავება-დაყრუება”!
  3. თავდაცვის ბიუჯეტის ძარცვა შესყიდვების სამსახურის გავლით;
  4. ნატო-ს ექსპერტების რეკომენდაციების სრული იგნორირება;
  5. ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის გაღვივებაში აქტიური მონაწილეობა 2004 წლიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით!
  6. ქმედითუნარიანი ქვედანაყოფების ერაყში სრულიად გადასროლა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტება.

ბატონო გოჩა გეთანხმებით და ერთ გარემოებასაც დავამატებდი, რომელიც ხშირად უგულვებელყოფილია და ეს არის ის, რომ საქართველოში დარჩენილი შეიარაღებული ძალების დანაყოფების ჩართვა ცხინვალის ოპერაციაშიკონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“, იმ დროს როდესაც რუსეთის სამშვიდობო ჯარები მოქმედებდნენ გაეროს მანდატით და ჰქონდათ იურიდიული უფლება გამოეყენებინათ სამხედრო ძალა კონფლიქტის გასანეიტრალებლად, ჩვენი მხრიდან იყო შეცდომა და ისიც შეცდომა იყო, რომ ამერიკის მთავრობის ოფიციალური გაფრთხილების იგნორირება მოვახდინეთ და ისიც მიუღებელია ჩემთვის (სამარცხვინოა), როცა იმ დროის საგარეო მინისტრი (ჯერ დაღუპული ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული) მოსკოვს სთავაზობდა კონცერტების მოწყობას; სწორედ ამ დროს მოხდა ეკონომიკის 55% აქტივების გადაცემა რუსებისათვის, ენგურჰესის და ფოთის პორტის, რკინიგზის კონტროლის ჩათვლით. დიახ, ომი რუსეთმა დაიწყო! და, მათთან ომი გრძელდება საუკუნეები ეს მას შემდეგ რაც ჩვენს შორის „გიორგიევსკის ტრაქტატი“ გაფორმდა.

 

ბატონო გოჩა, მართალია, რომ ამ პერიოდში გაიფლანგა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი?

 დიახ, ამ დროს დავით კეზერაშვილმა და მისმა მესვეურებმა ოფშორულ ზონაში გადაიტანეს 1.2 მილიარდი თავდაცვის ბიუჯეტიდან (ეს რაც ვიცოდი და ასევე ვეყრდნობი ირაკლი სესიაშვილის სიტყვებს). და ახლა ის წარმატებული ბიზნესმენია და ხსნის ტელევიზიას, აკონტროლებს სხვადასხვა ბიზნესებს, რომელიც წაართვეს სხვა ადამიანებს და არ დაუბრუნეს დღემდე!

ეს დასადგენია და ბატონო გოჩა, მე იმედი მაქვს, რომ ამას უახლოეს ხანში ჩვენი მთავრობა გამოიძიებს, ხოლო რაც შეეხება ფლოტის აღდგენას მჯერა ჩვენი მთავრობის ახალი გუნდი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით შესძლებს.

ბატონო ვაჟა, თქვენი ნებართვით დავამატებდი:

საქათველოს დაკარგული აქვს საზღვაო სივრცის დაცვის პრივილეგია და ეს ფუნქცია ჩვენს საზღვაო სივრცეში (ვინც ეს არ იცის) აკისრია თურქეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას!!  ვინაიდან საქართველომ უარი თქვა საკუთარი წყლების დაცვაზე! სანაპირო დაცვა არ არის თავდაცვის ფუნქციის მატარებელი, არამედ ის არის პოლიციური სამსახურად გადაქცეული. აი, ხანდახან ნატოს შეიარაღებული ძალები თუ გვეხმარებიან.

ასე დასრულდა ჩვენი ხანმოკლე საუბარი; ჩვენს ქვეყანას და ემიგრატებს კი ვუსურვებ სიმართლის დადგენას.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.