საფრანგეთის უცხოური ლეგიონი

ალბათ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც სმენია საფრანგეთის უცხოური ლეგიონის შესახებ, ზოგიერთ ალბათ უნახავს ფილმები, წაუკითხავს წიგნები ამ ცნობილი სამხედრო რაზმის ისტორიასა და მის თანამედროვე მდგომარეობაზე. ვფიქრობ საინტერესო თემაა და მინდა სწორედ საფრანგეთის არმიის ამ განსაკუთრებულ შენაერთზე გესაუბროთ.

უცხოური ლეგიონი(Légion étrangère) საფრანგეთის სახმელეთო ჯარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა პერიოდში მის რიგებში ორმოცი ათასზე მეტი მეომარიც კი ირიცხებოდა, მაგალითად 1914 წელს ლეგიონში 52 ქვეყნის წარმომადგენელი 42 883 ჯარისკაცი მსახურობდა. დღეს კი ჯარის ეს შენაერთი 136 ეროვნების 7,7 ათას მეომარს აერთიანებს. ისინი ლეგიონის 11 პოლკში არიან განაწილებულები.

ლეგიონერები სააღლუმო ფორმაში

საფრანგეთის უცხოური ლეგიონი 1831 წლის 9 მარტს ჩამოაყალიბა მეფე ლუი-ფილიპ I-მა( Louis-Philippe I, 1773-1850) რამდენიმე უცხოური პოლკის გასაერთიანებლად. მათგან ერთ-ერთი იყო ჰოჰენლოეს რაზმი( Régiment de Hohenlohe), გერმანელი თავადისა და საფრანგეთის მარშლის ლუდვიგ ალოის ფონ ჰოჰენლოე-ბარტენშტაინის(Ludwig Aloys von Hohenlohe-Bartenstein) მეთაურობით.

უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი პირველი დროშა

ეს პოლკი როილისტების მხარდამხარ იბრძოდა რევოლუციურ ომებში, შემდეგ კი მეფე შარლ X-ს ემსახურებოდა. რადგანაც საფრანგეთი ალჟირის კოლონიზაციას აპირებდა, მას ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარი სჭირდებოდა. ამ პერიოდში მთელ საფრანგეთში, განსაკუთრებით კი პარიზში, უამრავი უცხოელი ცხოვრობდა, მათი დიდი ნაწილი სწორედ “უცხოურ ლეგიონში” მოაქციეს, რომელსაც ნაპოლეონის ყოფილი ოფიცრები დაუნიშნეს მეთაურებად.

ლუი-ფილიპი

ლეგიონში იყვნენ იტალიელები, შვეიცარიელები, ესპანელები და სხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე ის ფრანგებიც, რომლებიც კანონს გაურბოდნენ. ამავე დროს ჩამოყალიბდა ტრადიციაც – არ ეკითხათ ახალწვეულისთვის სახელი. 9 მარტს მეფის გამოცემული კანონით(la Loi du 9 mars 1831), უცხოურ ლეგიონს უნდა ემსახურა მხოლოდ კონტინენტალური საფრანგეთის საზღვრებს გარეთ.

ბრძოლა მექსიკელებთან

პირველი მნიშვნელოვანი საბრძოოლო ნათლობა ლეგიონს 1854 წლის 5 ნოემბერს, ინკერმანის ბრძოლაში ჰქონდა(ყირიმის ომში). ამის შემდეგ უცხოური ლეგიონი მონაწილეობას იღებდა საფრანგეთის კოლონიალური ომების უმეტესობაში, შემდეგ კი სამშვიდობო მისიებშიც.

ლეგიონერები XIX ს. შუა ხანები

ყველაზე დიდი მარცხი ამ სამხედრო შენაერთმა დიენ ბიენ ფუს ბრძოლაში განიცადა 1954 წელს ვიეტმინსა და მის მოკავშირეებთან შეტაკებისას.

დიდების დღე ლეგიონს 1863 წლის 30 აპრილს დაუდგა. მათი 65 კაციანი რაზმი კაპიტან დანჟუს მეთაურობით პალო ვერდეს შემოგარენს ზვერავდა და საალყო იარაღსა და პუებლუს მოალყე ჯარისთვის განკუთვნილი ფულით სავსე აღალს(სამი მილიონი ფრანკის ოდენობით) ელოდა.

                ბრძოლა კამერონთან

30 აპრილის შუაღამისას დაძრული ლეგიონერები მექსიკელებს დილასვე შეეჩეხნენ. მექსიკელთა უდიდესი რიცხობრივი უპირატესობა(1200 ქვეითი და 800 ცხენოსანი) აშკარა იყო, ამიტომ კაპიტანმა დანჟუმ მხოლოდ ის მოახერხა, რომ დაიკავა პოზიცია სოფელ კამერონის ერთ-ერთ შენობაში. აღალისა და საალყო იარაღის მექსიკელთაგან დასაცავად ლეგიონერებს მტერი რაც შეიძლება მეტხანს უნდა შეეკავებინათ. ლეგიონერები განწირულები იყვნენ და მათი შველა მხოლოდ სასწაულს შეეძლო. ჯარისკაცებმა დადეს ფიცი, რომ იბრძოლებდნენ უკანასკნელ სისხლის წვეთამდე.

ლეგიონერები მექსიკის ომში

გმირები ათ საათზე მეტხანს აკავებდნენ მექსიკელთა შემოტევას და არ აქცევდნენ ყურადღებას მექსიკელთა მოთხოვნას დანებების შესახებ. ლეგიონერებმა დიდებით სიკვდილი არჩიეს ტყვეობას. მათი თავგანწირვის შედეგად საალყო იარაღმა და ფულმა თავისუფლად მიაღწია ფრანგთა ჯარამდე.
დღეს ლეგიონს იყენებენ იქ, სადაც საფრანგეთის სახელმწიფო თავის ინტერესებს იცავს NATO-სა და ევროკავშირის ჩარჩოებში. ისტორიული ვალდებულებებისა(მაგალითად კოტ-დ’ივუარში) და საფრანგეთის მოქალაქეთა საფრთხეში ყოფნის დროს.

კოტ დ’ივუარელი ჯარისკაცები

1831 წლიდან მოყოლებული უცხოური ლეგიონი ემორჩილებოდა მხოლოდ ერთ ადამიანს, საფრანგეთის მთავრობის მეთაურს, ახლა კი – საფრანგეთის პრეზიდენტს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლეგიონის 60-80% გერმანელებისგან შედგებოდა, ხოლო 2006 წელს გერმანელები შენაერთის მხოლოდ 2% შეადგენდნენ. აღმოსავლეთ ევროპელები ლეგიონში ყველაზე მეტნი არიან, შემდეგ სამხრეთ ამერიკელები და ფრანგები მოდიან(ისინი ახალ სახელს, პირადობასა და მოქალაქეობას იღებენ) და ირიცხებიან როგორც კანადელები, ბელგიელები, ლუქსემბურგელები და მონეგასკები(მონაკოელები).

ლეგიონის დევიზია:  “Legio Patria Nostra” – ლეგიონი ჩვენი სამშობლოა, “Honneur et Fidélité” – ღირსება და რწმენა და “Marche ou crève” – წინ, მარშით ან მოკვდი! ხოლო ჰიმნს(მარშს) ეწოდება Le Boudin. დღესასწაული, რომელსაც ლეგიონში აღნიშნავენ არის კამერონის ბრძოლის დღე 30 აპრილს. შენაერთის მეთაურად ითვლება ბრიგადის გენერალი კრისტოფ დე სენ შამასი. 

უცხოურ ლეგიონს მონაწილეობა აქვს მიღებული ამ ტერიტორიებზე გამართულ ოპერაციებში:
• საფრანგეთის ალჟირი, 1831-1882• ესპანეთი, 1835-1839• ყირიმის ომი, 1853-1856• იტალია, 1859• ფრანკო-მექსიკის ომი, 1836-1867• სამხრეთ ორანი(ალჟირი), 1882-1907• ტონკინი(ვიეტნამი), 1883-1910• დაგომეა(დას. აფრიკა), 1892-1894• სუდანი, 1893-1894• მადაგასკარი, 1895-1901• მაროკო, 1907-1914• I მსოფლიო ომი, 1914-1918• ახლო აღმოსავლეთი, 1914-1918• ტონკინი(ვიეტნამი), 1914-1940• ნაციონალურ-გამათავისუფლებელი მოძრაობა სირიაში, 1925-1927• II მსოფლიო ომი, 1939-1945• ინდოჩინეთის ომი, 1945-1954• მადაგასკარის აჯანყება, 1947-1950• ბრძოლა ტუნისის დამოუკიდებლობისთვის, 1952-1954• ბრძოლა მაროკოს დამოუკიდებლობისთვის, 1953-1956• ალჟირი, 1954-1961

• ბრძოლა ზაირელ აჯანყებულებთან, 1978• ლიბანი, 1982-1983• სპარსეთის ყურის ომი, 1991• გაეროს სამშვიდობო ოპერაცია, სომალი, ბოსნია, 1992-1996• კოსოვო, 1999

ლეგიონის წითელ-მწვანე დროშის ქვეშ დაარსებიდან XX საუკუნის ოთხმოციან წლებამდე, დაახლ. 600 000-მა ადამიანმა იმსახურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პოლკოვნიკ მორელონეს მიხედვით ამ პერიოდში 36 000-ზე მეტი ლეგიონერი დაეცა ბრძოლაში.
ლეგიონის მოქმედება 1991-დან დღემდე

  • ფრანგი და უცხოელი მოქალაქეების ევაკუაცია რუანდადან, გაბონიდან და ზაირიდან, 1991
  • კამბოჯა და სომალი, 1992
  • სარაევო, ბოსნია-ჰერცოგოვინა, 1993
  • რუანდა, 1995
  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, 1996
  • კონგო, ბრაზივილი, 1997
  • კოსოვო და მაკედონია,1999დან
  • სამშვიდობო ოპერაცია ავღანეთში, 2001დან
  • ოპერაცია ლიკორნი, კოტ დ’ივუარი, 2002-2003
  • ევოკავშირის მისია ჩადში,2008

დღეს ლეგიონი არ გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად. ეს სახელოვანი საბრძოლო შენაერთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით მოქმედებს კონფლიქტის ზონებში,

იცავს მშვიდობას, უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას(მაგ. ბოსნია, კოსოვო, ავღანეთი), ახდენს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ომის რეგიონებიდან, აწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას, ეხმარება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში(მაგ. ლიბანში და 2004 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ცუნამის შემდეგ).ლეგიონერთა მომზადება და შეიარაღება სპეცოპერაციებისთვის არის განკუთვნილი, მაგ. ჯუნგლებში ბრძოლისა და ღამეული ოპერაციებისთვის, ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედებისა და მძევალთა განთავისუფლებისთვის.

საფრანგეთის უცხოური ლეგიონის დისლოკაციის ადგილებია:
• კუნძული მაიოტა(კომორის კუნძულები)
• ჯიბუტი(ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკა)
• მურუროა(წყნარი ოკეანე)
• კურუ(საფრანგეთის გვიანა)
• კორსიკა
• საფრანგეთიsamxedro-istoria.blogspot.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.