შაბათი, იანვარი 16, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე პოლიტიკა

საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია – ფილიპ ბრიდლოვი

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/09/23
in პოლიტიკა, სამხედრო, ყველა სიახლე
25 0
0
საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია – ფილიპ ბრიდლოვი
100
ნახვა
Share
რესპოდენტის შესახებ

აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი (გადამდგარი) და ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლოვი

დიდი სამხედრო ძალა პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და მის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. ასე აფასებს ნატოს ჯარების ყოფილი მთავრსარდალი გენერალი (გადამდგარი) ფილიპ ბრიდლოვი აგვისტოს ომს. ამჟამად ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარეა.​

ის რუსეთის მიერ, ეგრეთწოდებული, „ჯიბის ვეტოს“ გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში შეჭრით, კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე საუბრისას კი ის ამბობს, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რაც დასავლეთმა მას სთხოვა და ნატოს ავღანეთის მისიისთვის იმდენი არავის გაუღია, რამდენიც საქართველომ. გენერალი აცხადებს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის ალიანსის წევრობისთვის უკვე დიდი ხანია მზადაა. გენერალ ბრიდლოვს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

გენერალო დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ.

მიხარია თქვენი ისევ ნახვა. ჩემს ქართველ მეგობრებზე ყოველთვის სიამოვნებით ვსაუბრობ.

ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხარო კვირაა საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 12 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა და იქ საკუთარი ბაზები განალაგა. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. თქვენი აზრით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესი ამ ომით რუსეთმა?

მოდით დიდ გეოპოლიტიკურ სურათზე ვიფიქროთ. ჩვენ ჯერ ისევ ცივი ომის შემდგომ პერიოდში ვიყავით და დასავლეთმა დათვთან ჩახუტება სცადა. მე ამას რბილად ვამბობ და დასავლეთში ბევრს ამის მოსმენა არ მოსწონს . ჩვენ ვცდილობდით რუსეთი მოგვეზიდა იმისთვის, რომ ის დასავლეთის ნაწილი ყოფილიყო, დასავლური ღირებულებები გაეზიარებინა. ვცდილობდით რუსული ეკონომიკა ჩვენს ეკონომიკებში გაგვეერთიანებინა და ამ დროს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ზოგიერთმა დასავლეთში მაშინ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება რუსეთთან ეს მიდგომა არ იყო სწორი. ასევე დაიწყო საინტერესო დისკუსია სხვა მხრივ, რომ ეს რუსეთის ქცევაში გამონაკლისი იყო, რომ ეს პატარა მოვლენა იყო. სხვები კი რეალობას ხედავდნენ . მოგვიანებით, 2014 წელს, ყველამ დაინახა, რომ ეს მანამდე დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო.

გეტყვით რა მოხდა და ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა – დიდმა სამხედრო ძალამ საკუთარი შეიარაღებული ძალები გამოიყენა იმისთვის, რომ ევრაზიაში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები შეეცვალა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთა საერთაშორისოდ აღიარებული სხვა ქვეყნის საზღვარი და მოახდინა სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია. ეს ფუნდამენტური გარდატეხა იყო. სამწუხაროდ ბევრმა ვერ დაინახა რა მოხდა საქართველოში და რეალურად რა იყოს რუსეთის ზრახვები მანამ, სანამ რუსეთმა ყირიმსა და დონბასში საერთაშორისო საზღვრები ჯარით კიდევ ერთხელ არ გადაკვეთა.

თქვენ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერით, რომელიც ისეთ დეტალებს უკავშირდება, როგორიცაა ვინ გაისროლა პირველმა, ვინ დაიწყო ომი. ამ კითხვებს კრემლი დიდი წარმატებით იყენებს, მათ შორის, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან. თქვენ რას ფიქრობთ არგუმენტზე, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა საქართველოს მოქმედებებს უკავშრდება და ომი სწორედ ამიტომ დაიწყო?

ვფიქრობ ამაზე დავას ხალხი სამუდამოდ გააგრძელებს. ვერ ვიტყვი, რომ მაქვს ახალი ფაქტები და ახალი მოსაზრებები იმაზე თუ რა მოხდა. მაგრამ, ვფიქრობ, ერთი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ დიდმა სამხედრო ძალამ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი გადაკვეთა, პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და დღემდე იქ რჩება. ამ ფაქტების უარყოფა შუძლებელია.

კითხვა რომელიც ამ თემაზე ხშირად ისმის ისაა შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება. ამ თემაზე თქვენი მოსაზრება საინტერესოა. კრემლი აცხადებს, რომ რუსეთს გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან საქართველომ ცხინვალის რეგიონში ხალხი დახოცა და რომრუსეთი იძულებული გახდა საქართველოში სისხლისღვრა ძალის გამოყენებით შეეჩერებინა. ამ ლოგიკით, აგვისტოს ომი გარდაუვალი არ იყო. თქვენი აზრით, შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება?

რუსეთს არაფრის გაკეთება არ სჭირდებოდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ჩემი პერსონალური შეხედულებაა. მე რუსეთს ბერლინის კედლის დანგრევიდან ვაკვირდები. ყოვლთვის, როცა რუსეთის მეზობელი ქვეყნები ფიქრობენ დასავლეთთან დაახლოებას, საკუთარი ეკონომიკების დასავლეთთან შერწყმას, დასავლური სამხედრო შესაძლებლობების შემუშავებას და ამბობენ, რომ ნატოში ან ევროკავშირში სურთ გაწევრიანება, რუსეთი ერთ ბერკეტს იყენებს. ჩვენ ამას ხშირად “რუსეთის ვეტოს” ვუწოდებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ჯარი ქვეყანაში იჭრება და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას ახდენს. ზოგიერთი ამას რუსეთის “ჯიბის ვეტოსაც” უწოდებს. მე ამ ტერმინს არ ვიყენებ. რუსეთს საქართველოს დასავლეთის ნაწილად ქცევის პრევენცია სჭირდებოდა.რუსეთს სჭირდებოდა უკრაინის დასავლეთისკენ სვლის შეჩერება და აი, ეს მოხდა.

თქვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი ხართ უკვე დიდი ხანია. იმაზე დაყრდნობით რაც ახლა თქვით, რომ რუსეთმა დე-ფაქტო ვეტო გამოიყენა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად, მინდა თქვენი აზრი გავიგო. ზოგიერთი ევროპელი მოკავშირე ფიქრობს, რომ იმის გამო, რომ საქართველოში რუსული საოკუპაციო ჯარი დგას, საქართველო ნატოს უსაფრთხოებისთვის ზედმეტი ტვირთი იქნება. რას ფიქრობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს?

ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ნატოს ჯარების მთავარსარდალი გავხდი. მანამდე ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალებს და აფრიკაში ამერიკის საჰაერო ძალებს ვხელმძღვანელობდი და ძალიან კარგად ვიცოდი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და ის საქმიანობა, რასაც ქვეყანა არაჩვეულებრივად წარმართავდა იმისთვის, რომ დასავლეთში ინტეგრაცია მოეხდინა. მას შემდეგ, რაც ნატოს ძალების მთავარსარდალი გავხდი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამ, რაც გავიგე იყო ის, თუ რამდენი რამ გასცა საქართველომ ნატოსთვის. მათ შეცვალეს ბევრი რამ, რაც ვთხოვეთ, იქნებოდა ეს მთავრობაში, თუ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებების შემოღებით, კანონის უზენაესობით თუ სხვა.

ყველა ამ მიმართულებით პროგრესი არის. როგორც სამხედრო მეთაური, გეტყვით იმას, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. სულ მოსახლეზე არავის ჰყავს იმდენი ჯარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, რამდენიც საქართველოს. სულ მოსახლეზე არავის დაუკარგავს საქართველოზე მეტი ჯარისკაცი. როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის.

მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთის მხრის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორეს მხრის ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს. საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში, მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება.

ძალიან სასიამოვნოა შეერთებული შტატების ისეთი დიდი წარმატებების მქონე სამხედრო პირისგან, როგორიც თქვენ ხართ, საქართველო შეიარაღებული ძალების ასეთი სიტყვებით შექების მოსმენა. ისიც მაინტერესებს, რას ფიქრობთ ქართველ ჯარისკაცებზე? თქვენ მათთან არაერთხელ გქონიათ შეხება.

ორ შეფასებას მოგცემთ. ერთი მთავარსარდლის გადმოსახედიდანაა. მე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად პატრულირებაზე ან მათთან ერთად სანგარში არ მიბრძოლია. მაგრამ ნატოს ჯარების მთავარსარდლის პოზიციიდან სტრატეგიული შეფასება ისაა, რომ საქართველოს ჯარისკაცები მოვიდნენ ჩვენთან და გვითხრეს, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ამერიკას და ნატოს სჭირდება. ისინი ყველგან ჩვენთან ერთად იყვნენ ყველა სახის მისიაში გვერდში გვედგნენ. ამას ყველა ქვეყანაზე ვერ იტყვი, თუნდაც ნატოს წევრებზე. ქართველები, რომლებიც წევრები არ არიან, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენთან ერთად. ტაქტიკურ დონეზე ის შემიძლია გითხრათ, რომ ყველა, ვინც მათთან ერთად ავღანეთში მსახურობდა, და თქვენ იცით, რომ ქართველებს საზღვაო ქვეითებთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვთ, ამბობდა, რომ ისინი საუკეთესო, თავდადებული და დიდი შესაძლბლობების მქონე ჯარისკაცები არიან. ჩვენ ძალიან გვახარებს ის, რომ ისინი ჩვენს გუნდში არიან.

როცა ვაფასებთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს საქართველოში შეჭრის შემდეგ – არსებობს შეხედულება, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსული ჯარი სუსტი იყო. მას შემდეგ, “ზაპადის” სამხედრო წვრთნებზე, უკრაინაში თუ სირიაში მათ მოქმედებებზე დაკვირვებით, ჩანს, რომ ისინი შესაძლებლობებს ხვეწავენ. ამ შეხედულების თანახმად, საქართველოში შეჭრის შემდეგ მათ საკუთარი სისუსტეები აღმოაჩინეს და გამოასწორეს. თქვენ რას ფიქრობთ ამ არგუმენტზე, რომ რუსეთის ჯარი 2008 წელს სუსტი იყო და ახლა მისი ხარისხი გაუმჯობესდა?

არ ვიტყოდი იმას, რომ ისინი მაშინ სუსტები იყვნენ. ისინი სწავლობენ და მუდმივ ადაპტაციას გადიან. ჩვენ საკუთარ თავთან ინტელექტუალურად გულახდილები უნდა ვიყოთ. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ბევრი ოპერაციის დროს, ინდივიდუალური მისიების შესრულების დროს, ჩავარდნები ჰქონდათ, მაგრამ ისწავლეს და გაუმჯობესდნენ. ყირიმშიც ისწავლეს, როდესაც “პატარა მწვანე კაცუნების” დამალვა ვერ შეძლეს. კი, მათ პრობლემები შეექმნათ, როდესაც ამ პატარა საქართველოს დაესხნენ თავს, რომლის ჯარისკაცებიც რუსეთს შეებრძოლნენ. ისინი უმჯობესდებიან და ჩვენთვის უფრო დიდ პრობლემებს ქმნიან. მაგალითად, სირიაში ელექტრონული ომის წარმოება მათთვის ახალი მეთოდი იყო. ყოველ ჯერზე, როცა ისინი ბრძოლის ველზე გადიან, უმჯობესდებიან.

ნატო უმჯობესდება?

ჩემი რწმენით, კი. ალბათ გახსოვთ, ყირიმსა და დონბასში რუსეთის შეჭრამდე, ნატოს წევრები შეიარაღების შემცირებაზე, ეგრეთწოდებულ “მშვიდობის დივიდენდზე“ ლაპარაკობდნენ. მაგრამ ჩვენ, რუსეთის უკრაინაში ორჯერ შეჭრამდე გადავწყვიტეთ მეხუთე მუხლისთვის ძალის გამოყენების მასშტაბური წვრთნები ჩაგვეტარებინა. ეს რუსეთის ყირიმში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე დავგეგმეთ. ბევრს ჰგონია, რომ ეს სავარჯიშო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დავგეგმეთ. ეს ასე არ იყო. ავღანეთში ნატოს მისია ძალიან განსხვავდება მეხუთე მუხლის თავდაცვის მისიისგან. ამიტომ გვინდოდა ერთი მასობრივი წვრთნის ჩატარება. ეს სავარჯიშო ჩავატარეთ და გამოვკვეთეთ გარკვეული ასპექტები, რომლებსაც გამოსწორება სჭირდებოდა. მას შემდეგ, ნატოს ბოლო რამდენიმე სამიტი ძალების მზადყოფნაზე და შეკავებაზეა კონცენტრირებული. ამიტომ, მგონია, რომ ნატო ყოველ დღე უფრო და უფრო ძლიერია.

როცა ნატოს ძლიერებაზე და ერთობაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ამერიკის ჯარების ნაწილის გერმანიიდან გაყვანა. ამერიკის ადმინისტრაციიდან შერეული სიგნალები მოგვდის. პენტაგონი აცხადებს, რომ გერმანიიდან ჯარის ნაწილის გამოყვანა სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც რუსეთის შეკავებას და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე დაცვის გაძლიერებას უკავშირდება. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ გერმანიიდან 12 ათასი ჯარისკაცი იმიტომ გამოჰყავს, რომ გერმანია ნატოში “საწევროს“ ბოლომდე არ იხდის.

მინდა გავიმეორო, რომ ახლა მე ბატონი ბრიდლოვი ვარ და არა გენერალი ბრიდლოვი. მთავრობის სახელით არ ვსაუბრობ, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა. თუმცა, როგორც გენერალი ბრიდლოვი, ასევე ბატონი ბრიდლოვი ერთსა და იმაზე პოზიციაზეა – ევროპაში ჯარების ყოფნა უნდა გავზარდოთ და არა შევამციროთ. გერმანიაში 5-ჯერ ვიყავი დისლოცირებული და კარგად ვხედავ ჩვენი იქ ყოფნის ღირებულებას. გერმანიაში ჩვენი ჯარების ზომის შემცირების რეკომენდაციას მე არ გავცემდი. თქვენს მიერ ნახსენებ მეორე საკითხს რაც შეეხება, ვხედავ, რომ ჩვენი ჯარი და ჩვენი შეიარაღებული ძალების ლიდერები ცდილობენ საუკეთესო შედეგის დაყენებას. გეგმის დეტალები ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ისინი ძალიან კარგ ლიმონათს აკეთებენ იმ ლიმნებისგან, რომლებიც მათ შეხვდათ.

თქვენი აზრით, პრეზიდენტი პუტინი ამით სარგებლობს? როგორ შეიძლება ის აფასებდეს ამ ყველაფერს?

ეს არაერთხელ მითქვამს, როგორც სამხედრო ასე ჩემი სამოქალაქო კარიერის განმავლობაში – ბატონი პუტინის ნომერ პირველი მიზანი ნატოს და ევროკავშირის დაშლაა. ის აღმოსავლეთით იყურება და უზარმაზარ ჩინეთს ხედავს, რომლის თანასწორიც ის ვერასოდეს იქნება და რომელსაც სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. დასავლეთით რომ იყურება ევროკავშირს და ნატოს ხედავს. ეს დიდი ორგანიზაციებია, რომლებშიც ინდივიდუალური ქვეყნები შედის. მას სურს ამ ქვეყნებზე ჰქონდეს გავლენა. მას სურს ნატოს თავდაცვითი სისტემის დაშლა და ევროკავშირის დაშლით მის წევრ ქვეყნებთან ცალ-ცალკე ურთიერთობის ქონა. ვფიქრობ ენერგეტიკის სფეროში ის წარმოუდგენლად წარმატებულია იმაში, თუ როგორ იყენებს მილსადენებს. ვფიქრობ ბატონი პუტინი საკუთარ თავს ამჟამად კმაყოფილებით აფასებს. ის ხედავს, რომ ჩვენს შორის ბევრი დაძაბულობაა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ნატოს ნომერ პირველი მისია სოლიდარობა, ერთიანობა და სიმტკიცეა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყოველ დღე თავდასხმის ქვეშ ვართ და ნატოს და ევროკავშირს უნდა ახსოვდეთ, რომ სწორედ ისინი არიან ძალა, რომელსაც იმ ქვეყნის შეკავება შეუძლია, რომელმაც მეზობლების საზღვრები გადაკვეთა და ევრაზიაში მათი შეცვლა უკვე რამდენჯერმე სცადა.

წყარო: ამერიკის ხმა

Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე
საზოგადოება

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
დეკემბერი 23, 2020
0
444

„ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი“, –...

წაიკითხე მეტი
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
310
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
111
ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

დეკემბერი 18, 2020
230
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020


Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
444
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
310
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
111

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist