“საქართველომ ოკუპანტს უნდა აჩვენოს, რომ ლავროვის მიღებაც კი შეუძლია. ეს იქნება სიძლიერე და არა – სისუსტე“

„მაისში, რუსეთის დელეგაციის ვიზიტს არ უნდა მოჰყვეს „ლავროვის ღამე“, ანუ  ისტერია, რასაც თავად რუსეთი ელის. საქართველომ ოკუპანტს უნდა აჩვენოს, რომ ლავროვის მიღებაც კი შეუძლია, ეს იქნება სიძლიერე და არა სისუსტე“, –  აცხადებს „2020NEWS“- თან  საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი ვანო მაჭავარიანი.

ექსპერტის აზრით, საქართველომ  საერთაშორისო საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რომ ვალდებულებების შესრულება შეუძლია. 

„საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრისა და მისი თავმჯდომარის ვალდებულებაა, მიიღოს რუსეთის დელეგაცია და ჩაატაროს  ფორუმი. ის, რომ რუსეთი არის ევროსაბჭოს წევრი, სიურპრიზი არავისთვის არის. ის, რომ რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი, ესეც ცნობილია ევროსაბჭოს წევრებისთვის. რუსეთის წინააღმდეგ  არაერთი მწვავე შეფასება გაკეთებულა სწორედ ევროსაბჭოში, ევროსაბჭოს წევრების მიერ.

საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებააეს ფორუმი რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით ჩაატაროს. მნიშვნელობა არ აქვსრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს თუ არა დელეგაციას

ვფიქრობსაქართველომროგორც სახელმწიფომუნდა აჩვენოსჩვენს ოკუპანტსრომ ის არის ძლიერი სახელმწიფორომელსაც შეუძლიალავროვის მიღებაც კი.

საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა აჩვენოს, ერთიანობა, რომელიც ჩვენი სიძლიერის მაჩვენებელი უნდა იყოს და რომელიც ჩვენი ევროპული პარტნიორებისთვის გასაგები, პატივსაცემი და მისაღები იქნება“, – აცხადებს ექსპერტი.

მაჭავარიანის თქმით, რუსეთის დელეგაციის მასპინძლობა ქვეყნის სიძლიერის გამოხატულება იქნება და არა –  სისუსტის.

ეს ვიზიტი საქართველომ რაციონალურად უნდა გამოიყენოსრათა არ მისცეს ევროპელ სკეპტიკოსებს საბაბირუსეთს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე უნდავაჩვენოთსაერთაშორისო საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია საერთაშორისო ვალდებულებების ისე განხორციელებაროგორც შეესაბამება სუვენერულდამოუკიდებელ სახელმწიფოს. რუსეთის დელეგაციის მასპინძლობა იქნება სიძლიერის გამოხატულება და არა – სისუსტის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ექსპერტის აზრით, რუსული დელეგაციის ვიზიტით პოლიტიკური ქულების დაწერა არ უნდა მოხდეს.

„ ვიზიტი არის  შესაძლებლობა, საქართველომ აჩვენოს რომ ის არის პასუხიმგებლიანი, სრულფასოვანი,  საერთაშორისო ურთიერთობების მონაწილე ქვეყანა. რომელსაც აქვს შესაძლლებლობა, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და  მისმა თავმჯდომარემ, ჩაატაროს საერთაშორისო ფორუმი.

საქართველომ უნდაგამოიყენოს ეს ფორმატი ოკუპაციისსაკითხის აქტუალიზაციისთვისპოლიტიკურმა წრეებმასამოქალაქო საზოგადოებამ და მოსახლეობამ მშვიდიპრაგმატული ერთიანობა უნდა დავანახოთ რუსეთს.

ეს იქნება სწორი,ჩამოყალიბებული სახელმწიფოს პოზიციაპოლიტიკურმა ძალებმა ქულები არ უნდა დაიწერონ

ლავროვისროგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ვალდებულებააჩამოვიდეს საქართველოშიმაგრამ ისრომ აქედან წავა იმ შთაბეჭდილებითრომ საქართველო ერთიანიააგრესიასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებითეს იქნება მნიშვნელოვანიდა არ არის საჭირო ისტერიარომელსაც ელის რუსეთი“, –  განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ ევროპარლამანტში სიტყვის გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა, რომ ევროსაბჭოს ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში საქართველო მზადაა, რუსეთის დელეგაცია მიიღოს. მსგავსი  მასშტაბის ღონისძიებებზე, კი  როგორც წესი, რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.

მერი კობიაშვილი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.