საქართველოსა და უკრაინისთვის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოების ახალი კონტრაქტი გაფორმდა

ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა

ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა

ფოტო: Wikipedia

აშშ-ს თავდაცვის უწყებამ კომპანია Raytheon – Lockheed Martin Javelin-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად, პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის, „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების წარმოება დაიწყება.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კომპანია Raytheon – Lockheed Martin Javelin-მა 18.4 მილიონი დოლარი მიიღო. ის სარაკეტო სისტემებსა და „ჯაველინს“ ავსტრალიისთვის, საქართველოს, ინდონეზიის, იორდანიია, ირლანდიის, კატარის, ლიეტუვის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ომანის, თურქეთის, საფრანგეთის, ჩეხეთისა და ესტონეთისთვის აწარმოებს.

კომპლექსების წარმოების დასრულება 2020 წლის 25 ივნისისთვისაა მოსალოდნელი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.