საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი, დენ ქრენშოუ ემხრობა

საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი, რესპუბლიკრი პარტიის წევრი დენ ქრენშოუ ემხრობა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს კონგრესის გვერდზეა გამოქვეყნებული. ქრენშოუ, რომელიც ვეტერანი და კონგრესში ტეხასის შტატის წარმომადგენელია, მეშვიდე ამერიკელი კანონმდებელია, რომელმაც კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას დაუჭირა მხარი.

ქრენშოუმ განათლება ტაფტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მიიღო. მსახურობდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში. 2012 წელს, ავღანეთში ყოფნისას, დაკარგა მარჯვენა თვალი. მიღებული აქვს „ალისფერი გულის“ (Purple Heart) და სხვა ჯილდოები. იყო კონგრესმენ პიტ სეშინსის საკანონმდებლო ასისტენტი სამხედრო საკითხებში.

ქრენშოუ პალატაში 2018 წელს აირჩიეს. იგი ამჟამად პალატის სამშობლოს დაცვისა და ბიუჯეტის კომიტეტების წევრია.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.