საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება – გია ხუხაშვილი

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას ეხმაურება. პრაიმტაიმნიუსი პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აზერბაიჯანმა უარი განაცხადა რუსი სამშვიდობო ძალების განლაგებაზე ყარაბაღში. ეს ლოგიკურია ორი მიზეზით:

1. რუსეთი და სომხეთი ერთი სამხედრო ბლოკის წევრები არიან.

2. დღევანდელ გამყოფ ზოლზე საზღვრის ფიქსაცია და კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია.

აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე შესაძლოა დათანხმდეს რუსეთის მონაწილეობაზე ამ პროცესში მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს იქნება რუსულ-თურქული სამშვიდობო მისია.
ეს ძნელად წარმოსადგენია.

ასევე ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთი რეგიონში შეუშვებს დასავლეთს.
სწორად აქ იხსნება საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რადგან ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული მშვიდობით რეგიონში და ვიცავთ ნეიტრალიტეტს. ეს იმ პირობით, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ თვითონ არ აიფეთქა თავი რაიმე სიბრიყვეზე, რისი სიმპტომებიც სამწუხაროდ უკვე გვაქვს”,- წერს ხუხაშვილი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.