საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი გაუარესდა – IDFI

სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და არაფორმალური მმართველობა – ეს არის ის საკითხები, რომელიც ბერთელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსის მიხედვით საქართველოსთვის კვლავ დიდი გამოწვევაა. 

კვლევის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია. ამის მიზეზად მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო ფაქტების გამოუძიებლობა  და  ასევე  პროკურატურის პოლიტიზირებაა მიჩნეული.

“2018 წელთან შედარებით საქართველომ უფრო დაბალი შეფასება მიიღო კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ჩართულობის ,ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის კომპონენტში.

კანონის უზენაესობის კუთხით ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან არსებულ სერიოზულ პრობლემებზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს,

მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს. ანგარიშში ასევე საუბარია პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ ხარვეზზე, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, რომ დემოკრატიის სტანდარტი გაუმჯობესდეს, – აცხადებს IDFI-ს კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კუკავა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.