საქართველოს ეკონომიკა კრემლის რეჟიმზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება

ენერგო-რესურსები, იმპორტირებული საკვები, ტურიზმი, ფულადი გადარიცხვები და უძრავი ქონება – საქართველოს ეკონომიკა კრემლის რეჟიმზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. 

საქართველოს ეკონომიკაში რუსული გავლენები “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”  შეისწავლა, სადაც ამბობენ, რომ ტენდენცია წლიდან წლამდე მზარდია და რუსეთს საქართველოს დასაშანტაჟებლად სულ უფრო მეტი საშუალება და ბერკეტი უჩნდება. უსაფრთხოების ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთი ბოლო წლებია საქართველოს  ეკონომიკურ ანექსიას ახორციელებს, რაშიც საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს.

რუსული კაპიტალის კიდევ ერთი სამიზნე უძრავი ქონებაა. მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% რუს ჯარისკაცებს აქვთ დაკავებული, საქართველოს დარჩენილ ნაწილს ფულით იკავებენ რუსეთის მოქალაქეები. მთავრობა არ მალავს, რომ  2015-2019 წლებში საქართველოში უძრავი ქონება რუსეთის 15000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა. 

2012 წლის შემდეგ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის ფორმად დათმობის პოლიტიკა აირჩია. შედეგად კი, ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო მეტად მიება მის მიმართ მტრულად განწყობილ ბაზარს. კრემლმა  ირიბი კონტროლი დამყარა სტარეგიულ სფეროებზეც. რუსეთისთვის მიუღებელი ანაკლიის პორტი კი, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საერთოდ მოკლა და  ქვეყანა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.