20200522091252

საქართველოს მთავრობა არჩევნებამდე მიღწევას საბჭოთა რეპრესიებით ცდილობს – ადვოკატები შეზღუდვების შესახებ კანონპროექტს აფასებენ

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„ეს გადაწყვეტილება ნიშნავს  სახელმწიფო გადატრიალებას, მთავრობა საბჭოთა პერიოდის რეპრესიებით ცდილობს  არჩევნებამდე მიაღწიოს”,-ასე აფასებს ლევან ალაფიშვილი„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. 

“კანონპროექტი, რომელზეც  მთავრობა მუშაობს, უფლებას იტოვებეს ავტომობილებში 3 ადამიანზე მეტის გადაყვანა შეაფერხოს და მასზე   დაჩქარებული წესით მუშაობენ. კანონპროექტი  23 მაისს ძალაში იმ შემთხვევაში შევა,  თუ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო.

საქართველოს მთავრობამ იცის, რომ ეს არის  ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება მაგრამ, თუ ხელისუფლებამ ახლა არ გააკონტროლა ხალხი, შემოდგომამდე მიღწევა გაუჭირდება. მათი ქცევა  ავტორიტარულ მართვასა და სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს და ცდილობენ საბჭოთა პერიოდის მსგავსი რეპრესიებით არჩევნებამდე მიღწევას.  რასაც პარლამენტი აკეთებს,  პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული გადაწყვეტილება კი არა კონსტიტუციაზე ძალადობაა. გარდა ამისა, კანონს აქვს გაგრძელება და ის მხოლოდ 2000 ლარიანი ჯარიმით  არ შემოიფარგლება, არამედ მეორედ დარღვევის შემთხვევაში, 6 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს“, -აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

საკანონმდებლო ინიციატივას გაუგებარს უწოდებს იურისტი იმედა დვალიძე. კომერსანტთან საუბრისას დვალიძე არ გამორიცხავს, რომ კანონს მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ამზადებდეს, რათა უფრო მარტივად შეძლონ შემოდგომამდე სიტუაციის მართვა. 

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას და მის მიზანშეწონილობას ვერც დეპუტატების განმარტებიდან ვხვდები და ვერც ინფექციონისტებისგან. საერთოდ რას ემსახურება ეს ინიციატივა გაუგებარია.  ერთი რამ რაც გავიგეთ არის ის რომ ნებისმიერ დროს შეეძლებათ შეზღუდვა დააწესონ, დღის წესრიგში დატოვონ ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა.  ეს არის ადამიანის უფლების დარღვევა, მათი თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა. რა შუაშია პრევენციასთან ავტომობილით გადაადგილებისას შეზღუდვა, როდესაც ოჯახის წევრები ერთად მთელ დღეს ატარებენ ჩემთვის გაუგებარია.

მოვისმინე დიმიტრი ხუნდაძის განმარტება და თუ აქამდე ვერ ვიგებდი შეზღუდვის აუცილებლობას მისი განცხადებით, კიდევ უფრო გაუგებარი გახდა შეზღუდევბის აუცილებლობა. როგორც მოქალაქეს, საკანონმდებლო პაკეტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს და მმართველი გუნდის წევრები თუ არ აგვიხსნიან მის აუცილებლობას, აკრძალვას ყველა ეჭვით  შევხედავთ და ჩავთვლით, რომ ეს არის არჩევნების  მოახლოვებისთვის „მზადებება“, -განაცხადა იმედა  დვალიძემ.

შეგახსნებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით გაწერილი გარდამავალ დებულებებში, პირობითად, 15 ივლისამდე. ვადის საკითხზე დეპუტატები კონსულტაციებს გამართავენ, კანონმდებლებმა ინიციატივას მხარი სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს.

ცვლილებების თანახმად, ტერმინების – „იზოლაცია“ და „საკარანტინო ღონისძიებები“ განსაზღვრა კანონმდებლობის დონეზე მოხდება.ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ამ წესის შემადგენელი ნაწილია.

„იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, პროცესები უმართავი არ გახდეს, საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იყოს მიღებული და ამოქმედებული“, – ნათქვამია კანონპროექტში.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, დიმიტრი მხეიძე, კობა ნაკაიძე.

ნათია ლომიძე 

https://commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

Tags: No tags

Add a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.